მფკ თბილისი-მფკ აგორა 5:11. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლესაქართველოს ფუტსალის ლიგის 2016/17 წლების სეზონის მესამე ადგილის მფლობელის ვინაობა ჯერ კიდევ უცნობია, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში გამართულ ფინალური ეტაპის მეორე შეხვედრაში, მფკ აგორამ 11:5 დაამარცხა მეტოქე და ფინალური სერიის ანგარიში გაათანაბრა. გუნდების დასკვნითი ეტაპის პირველი შეხვედრა თბილისმა 3:4 მოიგო, მესამე გადამწყვეტი შეხვედრა კი 12 ივნისს გაიმართება.
sbm.ge გუნდების წარმოადგენლებს გაესაუბრა
ემზარ გოგიშვილი, მფკ აგორა: „ბიჭებმა, ვითამაშეთ ვიბრძოლეთ ბოლომდე და მოვიგეთ, წინა თამაშს რაც შეეხება, ზედმეტად ბევრი შეცდომა დავუშვით რაც შედეგზეც აისახა. დიდი მადლობა ჩვენს გულშემატკივრებს და პირდაპირ, წინასწარ ვიტყვი, რომ მესამე ადგილზე თავისუფლად გავალთ.“
ალექსანდრე ძაბირაძე, მფკ ტატიშვილი: „როდესაც პირველი თამაში მოვიგეთ ალბათ ვირწმუნეთ რომ ჩემპიონები გავხდებოდით , მაგრამ ორ მოგებამდეა თამაში, ამიტომ ისე უნდა დავხარჯულიყავით მეორე შეხვედრაში, როგორც ფინალური სერიის პირველ მატჩში. რაღაც დავაკელით. „თელასი“ კარგი გუნდია, თუმცა ყველაფერი წინ არის, მესამე თამაში გაარკვევს ჩემპიონის ვინაობას.“