"ბეტისის აკადემიამ" ახალგაზრდულ ლიგაში მესამე ადგილი დაიკავა!

ყველა სიახლე
17 მაისი 2024

„ბეტისის აკადემია“ ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ბრინჯაოს პრიზიორია. სპორტ კომპლექს არენა 2-ში მესამე ადგილისთვის გამართულ განმეორებით მატჩში „ბეტისის აკადემიამ“ „კომაროვი“ ბოლო წუთზე გატანილი ორი გოლით 3-2 დაამარცხა და საპრიზო ადგილი დაიკავა.

„მათემატიკოსები“ მთელი თამაში ლიდერობდნენ. საწყის წუთზე „კომაროვი“ წინ გავიდა. „ბეტისმა“ ანგარიშის გათანაბრება ოცდამეთხუთმეტე წუთზე შეძლო. მალევე ლუკა ხაჭაპურიძემ აქტივში მეორე გოლი მიითვალა და „კომაროვს“ უპირატესობა დაუბრუნა. ბოლო წუთზე გიორგი ხაჩატუროვმა ანგარიში 2-2 გახადა, გამარჯვების გოლი კი საფინალო სირენამდე რამდენიმე წამით ადრე გიორგი არაბულმა გაიტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ხაჭაპურიძე, კომაროვი: „საინტერესო თამაში იყო, მაგრამ მოვდუნდით ბოლო წუთებში და დავისაჯეთ. ჩემი აზრით, დღეს ვაჯობეთ მეტოქეს. აუცილებლად მოსაგებად ვიყავით გამოსულები და ძალიან გვჯეროდა გამარჯვების.  მთლიანად ჩემპიონატი ძალიან საინტერესო იყო და შემდეგ წელს თუ გამოვედით, უფრო მომზადებულები და მეტი შემართებით გამოვალთ“.

გიორგი არაბული, ბეტისის აკადემია: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ვაგებდით ერთი ბურთით, მაგრამ ბოლომდე ვითამაშეთ. დავიხარჯეთ მაქსიმალურად. ეს ყველაფერი ვარჯიშების დამსახურებაც არის. ძალიან ბედნიერები ვართ, მესამე ადგილის აღება მაინც რომ შევძელით. ზოგადად ძალიან კარგი ტურნირია და ეს ბეტისის ფუტსალის კლუბის დასაწყისია. ძალიან ბედნიერი ვარ, საერთოდ არ მოველოდი ჩემი გოლით თუ მოვიგებდით. ალბათ, წითელმა ბარათებმაც განაპირობა. სამი-სამზე ვაჯობეთ უფრო და ამის დამსახურებით მოვიგეთ“.

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონობისთვის ერთმანეთს „გრანდ ავლაბარი“ და „ს.ლ. აკადემია“ ეთამაშებიან. სერიას „გრანდ ავლაბარი“ მინიმალური ანგარიშით 1-0 იგებს. საპასუხო ფინალური მატჩი არენა 2-ში 18 მაისს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024