"ლიბერთი ბანკი" და "ელპოზო" ბრინჯაოს ლიგის ფინალში არიან!

ყველა სიახლე
12 მაისი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ძირითადი ტურნირების ყველა ფინალისტი ცნობილია. ბრინჯაოს ლიგაში ჩემპიონობისთვის "ელპოზო" და "ლიბერთი ბანკი" იბრძოლებენ.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში გამართული სათამაშო დღის დასკვნით მატჩში "ლიბერთი ბანკმა" "რუსთავის აზოტი" დამაჯერებელი ანგარიშით 6-2 დაამარცხა და ფინალის საგზური მოიპოვა. "ბანკირებმა" პირველ ტაიმში ორწუთიან ინტერვალში მეტოქეს სამი გოლი გაუტანეს და გარდამტეხი უპირატესობა მოიპოვეს. შესვენებამდე გიორგი ახვლედიანმა ორი ბურთი გაქვითა, მაგრამ "აზოტმა" საკუთარ კარშიც მიიღო გოლი და ტაიმი 4-2 დასრულდა. მეორე ნახევარში "ლიბერთიმ" სხვაობა კომფორტული გახადა. გამარჯვებული გუნდიდან დუბლით ნიკა ფანცულაია გამოირჩა.

დაძაბული გამოდგა ბრინჯაოს ლიგის ფინალში მოსახვედრად გამართული მეორე დაპირისპირება "ელპოზოსა" და "ფარვანას" შორის. წყვილში პირველი მატჩი გოლის გარეშე დასრულდა. მესამე წუთზე ანგარიში ავტო-გოლით გაიხსნა და "ელპოზო" დაწინაურდა. "ფარვანამ" ოცდამერვე წუთზე ჰოვანეს მოსოიანის გოლით წონასწორობა აღადგინა (1-1). გამარჯვებულის გამოსავლენად შვიდმეტრიანების სერია დაინიშნა. "ნინოწმინდელების" რიგებიდან პენალტის გამოყენება ვერც ერთმა შეძლო, "ელპოზო" კი ფინალში გიორგი ჭანტურიას გოლით გავიდა - სერია 1-0 დასრულდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის ძირითად ტურნირებში ჩემპიონობისთვის შემდეგი გუნდები იბრძოლებენ:

სუპერლიგა - "ჯორჯიან მანგანეზი" VS "ენერგო-პრო"

ოქროს ლიგა - "შსს" VS "კროკობეთი"

ვერცხლის ლიგა - "NS Studio" VS "ავერსი"

ბრინჯაოს ლიგა - "ელპოზო" VS "ლიბერთი ბანკი".



  © SBM, 2016-2024