"კროკობეთი" და "შსს" ერთმანეთს ამჯერად ოქროს ლიგის მოსაგებად დაუპირისპირდებიან!

ყველა სიახლე
12 მაისი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ოქროს ლიგის განმეორებითი 1/2 ფინალური შეხვედრები გაიმართა. ჩემპიონის ტიტულისთვის გასული სეზონის სუპერლიგის ფინალისტები "შსს" და "კროკობეთი" იბრძოლებენ.

"კროკობეთმა" "თბილისის სატრანსპორტო კომპანია" დაძაბული და სანახაობრივი პირველი დაპირისპირების შემდეგ, რომელიც ფრედ 3-3 დასრულდა, 3-1 დაამარცხა. ლევან კოპალიანმა "ბუკმეიკერები" მერვე წუთზე დააწინაურა. სხვაობა ორამდე ნიკა ოთინაშვილმა გაზარდა. ტაიმის მიწურულს დიმიტრი დემურაშვილმა ჩამორჩენა მინიმუმამდე დაიყვანა, მაგრამ მეორე ნახევარში გიორგი კუხალაშვილმა მეტოქის კარის აღება შეძლო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

მეორე წყვილში "შსს"-"ბაქსვუდი" საპასუხო მატჩშიც დაამარცხა, ამჯერად მეტად დამაჯერებელი ანგარიშით (4-1) და ფინალის საგზურს დაეუფლა. "ძალოვნები" წინ მესამე წუთზე გავიდნენ. პირველ ტაიმში წონასწორობა აკაკი ქუხილავამ აღადგინა და გუნდები ფრეზე გაიყარნენ. შეხვედრის მეორე ნახევარში "შსს"-მ კვლავ მოიპოვა უპირატესობა და თამაშის ბოლომდე არ დაუთმია - ოთარ კუხალაშვილმა აქტივში მეორე გოლი მიითვალა. გუნდს გამარჯვებაში თითო ბურთით რევაზ ინჯგია და გიორგი ფურცელაძე დაეხმარნენ. 

sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი კუხალაშვილი, კროკობეთი: "ორივე თამაში თითქმის თანაბარი იყო, მაგრამ ბოლო მომენტებში, გადამწყვეტ ფაზებში, ჩვენ ვაჯობეთ. კლასის ხარჯზე გავიმარჯვეთ. ეს სეზონი მთლიანობაში არც ისე კარგ ფორმაში ვიყავით, მაგრამ ფინალში გავედით. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ოქროს ლიგა მოვიგოთ. ჩვენს მეტოქესთან რევანში გვაქვს ასაღები და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ამჯერად ჩვენ მოვიგოთ. "შსს"-ს უფრო ფორმაშია და ალბათ ჩვენზე მეტი უპირატესობა აქვთ, მაგრამ ჯერ არის დრო და გვაქვს იმის საშუალება, რომ მოვემზადოთ, თანაბარი წინააღმდეგობა გავუწიოთ და თასი ავიღოთ. ძალიან გვჭირდება ეს. ყოველ მეორე წელს ჩემპიონები ვხდებით და ახლა გვიწევს".

სუპერლიგის გამარჯვებული "შსს"-სა და "კროკობეთს" შორის ერთ შეხვედრაში გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024