"UG-მ ფუტსალის ლიგა 2-ში საპრიზო ადგილი პირველად დაიკავა!

ყველა სიახლე
30 აპრილი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის მესამე ადგილოსანი "საქართველოს უნივერსიტეტია".
 
სპორტ-კომპლექს არენა 2-ში, ფუტსალის ლიგა 2-ის მესამე ადგილისთვის გამართულ საპასუხო მატჩში UG-მ "სეუ" დამატებით დროში დაამარცხა (3-3, 2-1 დ.დ.) და ჩემპიონატში საპრიზო ადგილს პირველად დაეუფლა. 
 
მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. შეხვედრის პირველ ტაიმში SEU მე-18 წუთზე ზაქრო მირზაშვილის გოლით დაწინაურდა და მეტოქეზე მცირედი უპირატესობა მოიპოვა. ტაიმის ბოლო წამს ლუკა ალანიას ავტოგოლით ანგარიში გათანაბრდა.
 
თანაბარი ბრძოლა მეორე ნახევარშიც გაგრძელდა. 25-ე წუთზე ლუკა ელიზბარაშვილის გოლით UG დაწინაურდა. ბექა ონიანმა ანგარიში 27-ე წუთზე გაათანაბრა, რასაც UG-ის მხრიდან რამინ ბერაიას საპასუხო გოლი მოჰყვა. ანგარიში 3-3 რასიმ კურბანოვმა გახადა.
 
გამარჯვებულის გამოსავლენად ორი დამატებითი, სამწუთიანი ტაიმი დაინიშნა. ლუკა ელიზბარაშვილმა და გიორგი დიაკვნიშილმა თითო-თითოჯერ მოახერხეს მეტოქის კარის აღება, ხოლო საბოლოო ანგარიში ზაქრო მირზაშვილმა დააფიქსირა, 5-4 ug-ის სასარგებლოდ და ისინი ასპარეზობას უმაღლესი ლიგისთვის სათამაშოდ ფლე აუთში გააგრძელებენ.
 
sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ლუკა ელიზბარაშვილი, UG: „ეს თამაში, როგორც წინა, ძალიან რთული იყო. ძალიან დავიღალეთ, მაგრამ ჩვენივე თავდადებით მოვიგეთ. ველოდით ასეთ დაპირისპირებას, მაგრამ ის მოლოდინი არ გვქონია, რომ უეჭველი მოვიგებდით“.

ამირან ცხომარია, სეუ: „პირველ რიგში, სერიაში გამარჯვებას ვულოცავ UG-ს და პლეი-აუტში წარმატებებს ვუსურვებ. პირველ თამაშში წაგების შემდეგ ჩვენ დასაკარგი არაფერი გვქონდა.მოედანზე მოსაგებად გავედით, თუმცა ალბათ რაღაც დავაკელით. კმაყოფილი ვერ ვიქნები ვერანაირად, რადგან სერიაში დავმარცხდით. რაღაც მომენტებში ჩვენ არ გაგვიმართლა, რაღაც მომენტებში მეტოქეს გაუმართლა. ვფიქრობ, რომ ღირსეულმა გაიმარჯვა“.

ფუტსალის ლიგა 2-ის ფინალურ სერიაში "დინამო"-ს ჩემპიონობამდე ერთი მოგება აშორებს. "თსუ 2"-თან მესამე მატჩი სპორტ-კომპლექს არენა 2-ში 11 მაისს გაიმართება. 

 



  © SBM, 2016-2024