"კომაროვი" ახალგაზრდული ლიგის პირველი ნახევარფინალისტია!

ყველა სიახლე
12 აპრილი 2024

ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის სადებიუტო სეზონში პირველი ნახევარფინალისტი ცნობილია. „კომაროვმა“ „თბილისის კლასიკური გიმნაზია“ განმეორებით შეხვედრაშიც დაამარცხა და ფინალის საგზურისთვის იბრძოლებს. უხვგოლიანი მატჩი 8-5 დასრულდა.

საპასუხო მეოთხედფინალური დაპირისპირება თავიდანვე „მათემატიკოსების“ სასარგებლოდ წარიმართა. პირველ ტაიმში „კომაროვმა“ 5-2 იმარჯვა. „პირველი სკოლა“ ანგარიშის შემოტრიალებას ეცადა და მეორე ნახევარში მიღებული სამივე გოლი გაქვითა, მაგრამ სამბურთიანი სხვაობა ვერ აღმოფხვრა და დამარცხდა.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლი გიორგი კამკამიძემ და რევაზ ჯაფარიძემ გაიფორმეს. „გიმნაზიის“ რიგებიდან ჰეთ-თრიკი სოსო სააკაშვილმა შეასრულა.

„კომკაროვის“ ნახევარფინალური მეტოქე „სასკოლო ლიგის აკადემიასა“ და „ლოგოსს“ შორის გამოვლინდება. 



  © SBM, 2016-2024