"ტიფლისმა" BSC საკუთარ კედლებში დაამარცხა და ფინალში გასვლის შანსი შეინარჩუნა!

ყველა სიახლე
09 აპრილი 2024

ბათუმის სპორტის სასახლე ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის 1/2 ფინალურ შეხვედრებს მასპინძლობს.

„ბათუმის სპორტული ცენტრისა“ და „ტიფლისის“ განმეორებითი დაპირისპირება „დედაქალაქელების“ სრული დომინაციით წარიმართა. მატჩი 10-2 დასრულდა.

რეგულარული სეზონის გამარჯვებული „ტიფლისი“ მეშვიდე წუთზე სამი უპასუხო გოლით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე სხვაობა ოთხამდე გაიზარდა. მეორე ნახევრის სტარტზე ლაშა ხარაიშვილმა აქტივში მეორე, საბა ეგრისელაშვილმა კი მესამე გოლი მიითვალა და უპირატესობა იმდენად სოლიდური გახდა, რომ „ბათუმელებმა“ წინა შეხვედრისგან განსხვავებით ანგარიშის შემოტრიალება ვეღარ მოახერხეს. „ტიფლისის“ შეტევები თამაშის ბოლომდე გაგრძელდა და მეტოქე 10-2 დაამარცხა.

ლიგა 3-ის ნახევარფინალისტი „BSC“-სა და „ტიფლისს“ შორის მესამე გადამწყვეტ შეხვედრაში გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024