A ჯგუფში პლეი-ოფები დასრულდა!

ყველა სიახლე
07 აპრილი 2024

A ჯგუფში პლეი-ოფები დასრულდა!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფში საპლეიოფო შეხვედრები დასრულდა. შედეგად, სუპერლიგის და ოქროს ლიგის ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

„ჯორჯიან მანგანეზისა“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანიის“ განმეორებითი 1/4 ფინალური მატჩი დაძაბული გამოდგა. შეხვედრა ფრედ 1-1 დასრულდა. პირველ დაპირისპირებაში მოპოვებული უპირატესობით სუპერლიგის საგზური „GM”-მა მოიპოვა. მეჩვიდმეტე წუთზე TTC კოტე ოდიკაძემ დააწინაურა, მაგრამ მეორე ნახევრის სტარზე ლევან კინწურაშვილმა ანგარიში გაათანაბრა. დარჩენილ დროში კი გოლი აღარ გასულა. „GM” 1/2 ფინალში საქართველოს ბანკს ეთამაშება, TTC კი „კროკობეთს“ დაუპირისპირდება.

სუპერლიგის მოქმედი ჩემპიონი „შსს“ ტიტულს ვერ დაიცავს. „ნიკორამ“ „ძალოვნები“ 3-1 დაამარცხა და სუპერლიგაში თასის აღმართვას თავად შეეცდება. „ნიკორა“ თამაშის სტარტზევე წინ გავიდა. ბექა ქინძოძემ ტაიმის დასრულებამდე წონასწორობა აღადგინა. ოცდამეშვიდე წუთზე გიორგი ღონღაძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და გუნდს უპირატესობა დაუბრუნა. საბოლოო ანგარიში ავტოგოლით დაფიქსირდა. „შსს“ ოქროს ლიგაში კვალიფიცირდა, სადაც მისი მეტოქე „ბაქსვუდი“ იქნება. „ნიკორა“ კი ფინალში გასასვლელად „ენერგო-პროს“ გაეჯიბრება.

სუპერლიგის 1/2 ფინალური წყვილები: „ენერგო-პრო“ VS „ნიკორა“, „საქართველოს ბანკი“ VS “ჯორჯიან მანგანეზი“.

ოქროს ლიგის 1/2 ფინალური წყვილები: „ბაქსვუდი“ VS „შსს“, „კროკობეთი“ VS “თბილისის სატრანსპორტო კომპანია“.



  © SBM, 2016-2024