მფკ თბილისი- მფკ აგორა 4:3. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
06 ივნისი 2017

მფკ თბილისი- მფკ აგორა 4:3. მატჩის შემდგომი კომენტარები

თბილისის  ოლიმპიურ სასახლეში სტარტი აიღო, საქართველოს  ფუტსალის  ლიგის   ფინალურმა  ეტაპმა. მესამე  ადგილისთვის  ბრძოლაში  მფკ  თბილისმა მფკ აგორა პირველ  შეხვედრაში 4:3  დაამარცხა და  სერიაში  დაწინაურდა.   ამ წუთებში მიმდინარეობს  საჩემპიონო ფინალური სერიის  პირველი  შეხვედრა    მფკ  ტატიშვილი და  მფკ სტუ თელასს შორის.  გამარჯვებული  ორი  მოგებით  გამოვლინდება.   ფინალური  ეტაპის  მომდევნო  შეხვედრები 9 ივნისს გაიმართება.     

ბაკურ სანიკიძე, მფკ თბილისი: „მშვენიერი თამაში შედგა, დაძაბული მატჩი იყო. გამოკვეთილი  ლიდერი  ამ ორ  გუნდს  შორის  არ არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენმა  გუნდმა  შეძლო გამარჯვება. მოვემზადებით შემდეგი შეხვედრისთვის, ბევრი ხარვეზები  იყო, რომელსაც აუცილებლად  გამოვასწორებთ  მომდევნო მატჩისთვის.“

გია  ნინოშვილი მფკ აგორა: „ძალიან  დაძაბული  თამაში  გამოვიდა,   ფაქტიურად გუნდის შეცდომების ხარჯზე   4  გოლი  გაიტანა  მოწინააღმდეგემ,  ჩვენმა  გუნდმა  მეტოქეს  კარგი წინააღმდეგობა  გაუწია. მე  დარწმუნებული ვარ,  რომ თუ ჩვენ  გამოვასწორებთ ხარვეზებს,   და  ვითამაშებთ  ჩვენს  თამაშს  გამარჯვებას  აუცილებლად  მივაღწევთ.“   



  © SBM, 2016-2024