ვერცხლისა და ბრინჯაოს ლიგებში ნახევარფინალის წყვილები ცნობილია!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის B ჯგუფის განმეორებითი 1/4 ფინალური შეხვედრები გაიმართა. შედეგად, ვერცხლის ლიგის და ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალური წყვილები გამოვლინდნენ.
„ქართუ ბანკსა“ და „ელპოზოს“ შორის მეორე მატჩიც ფრედ 0-0 დასრულდა. უგოლო ტაიმების შემდეგ გამარჯვებული პენალტების სერიაში გაირკვა. „ბანკირებმა“ საფეხბურთო ლატარიაში 3-2 მოიგეს და ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალში კვალიფიცირდნენ. „ქართუს“ მეტოქე ფინალისთვის ბრძოლაში „ავერსი“ იქნება. „ელპოზო“ ბრინჯაოს ლიგაში ფარვანას“ დაუპირისპირდება.
DHL-მა „ლიბერთი ბანკთან“ 4-3 იმარჯვა, სერიაში ანგარიში შემოატრიალა და ვერცხლის ლიგაზე გამსვლელი პენალტებში გამოვლინდა. მატჩი თავდაპირველად „ბანკირების“ სასარგებლოდ წარიმართა. ოცდამეექვსე წუთზე DHL-მა ანგარიში 2-2 გახადა და მალევე ორბურთიანი უპირატესობაც მოიპოვა. გიორგი ასლამაზაშვილმა დუბლთან ერთად საგოლე გადაცემა მიითვალა. პენალტების სერიაში „ბანკირები“ 2-1 დამარცხდნენ და ბრინჯაოს ლიგის პლეი-ოფში გადაინაცვლეს, სადაც „რუსთავის აზოტს“ ეთამაშებიან. DHL-ის მეტოქე კი ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალში NS Studio იქნება.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
ნიკოლოზ თოდუა, ქართუ ბანკი: „მოწინააღმდეგე გუნდისგან მოველოდით ჩაკეტილ თამაშს. კარგად დაიცვეს თავი, ტაქტიკურად გამართულად ითამაშეს და ვაფასებთ. მადლობა მატჩის მიმდინარეობისას კარგი ჟესტისთვის და წარმატებები შემდეგ ეტაპზე. ჩვენ გუნდს ვულოცავ მოგებას, კი ძალიან რთულად პენალტების სერიაში, მაგრამ გამარჯვება გამარჯვებაა. ამ ტურნირში მონაწილე ყველა გუნდს ვუსურვებ კარგ თამაშს. „ავერსი“ ძალიან კარგად ფორმირებული გუნდია. მთელი გუნდის სისტემა მეკარიდან დაწყებული, თავდასხმით დასრულებული გამართულია. ფიზიკურადაც ძლიერები არიან. კონკრეტული მატჩი გადაწყვიტავს თამაშის შედეგს - როგორ ვიქნებით ფიზიკურად და ფსიქოლოგიურად. „ავერსი“ შეიძლება უფრო რთული მეტოქე აღმოჩნდეს ჩვენთვის, ვიდრე „ელპოზო“, მიუხედავად მძიმე გამარჯვებისა. ველოდები ნახევარფინალურ დაპირისპირებას, დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრას ვისურვებდი“.
ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალი: „ბანკი ქართუ“ VS „ელპოზო“, NS Studio VS DHL.
ბრინჯაოს ლიგის 1/2 ფინალი: „ელპოზო“ VS „ფარვანა“, „რუსთავის აზოტი“ VS „ლიბერთი ბანკი“.