"საქართველოს ბანკმა" "კროკობეთთან" 1/4 ფინალურ სერიაში იმარჯვა!

ყველა სიახლე
07 აპრილი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A ჯგუფის 1/4 ფინალური დაპირისპირება „საქართველოს ბანკსა“ და „კროკობეთს“ შორის დრამატული გამოდგა. გუნდებს შორის პირველი მატჩი ფრედ 3-3 დასრულდა. განმეორებით შეხვედრაში კი „ბანკირებმა“ მეტოქე 2-0 დაამარცხეს და სუპერლიგის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვეს.

მატჩის პირველი ნახევარი გოლის გარეშე მიილია. მეორე ტაიმში გიორგი წივილაშვილის დუბლით „საქართველოს ბანკმა“ „კროკოს“ სძლია და დაძაბული სერია BOG-ის სასარგებლოდ დასრულდა. „ბუკმეიკერები“ ასპარეზობას ოქროს ლიგის 1/2 ფინალში განაგრძობენ.

B ჯგუფში „ავერსისა“ და „ფარვანას“ დაპირისპირებაში „ფარმაცევტებმა“ იოლი გამარჯვება იზეიმეს, ანგარიშით 6-2. „ავერსი“ წინ სწრაფი გოლებით გავიდა და ტაიმი 5-1 მოიგო. არტიომ ტონოიანმა მეორე ნახევარში აქტივში დუბლი მიითვალა და ჩამორჩენა შეამცირა, მაგრამ „ფარვანამ“ საბოლოო შედეგი ვერ შეცვალა და ბრინჯაოს ლიგაში გადაინაცვლა. „ავერსის“ მეტოქე ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალში „ქართუსა“ და „ელპოზოს“ შორის გამოვლინდება.

პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა საკვალიფიკაციო ლიგაში. „ბაზისბანკმა“ „მთავარ არხთან“ 3-1 იმარჯვა და მომდევნო ეტაპის საგზური მოიპოვა. „ბანკირები“ წინ მეექვსე წუთზე გავიდნენ. მეორე ტაიმში არასრულ ერთ წუთში სხვაობა სამამდე გაიზარდა. „ჟურნალისტებმა“ პრესტიჟის გოლი ბოლო წუთებზე გაიტანეს.

„მთავარი არხი“ საკვალიფიკაციო ლიგას გამოეთიშა, თუმცა გრანდ ლიგის 1/4 ფინალებიდან გამოვარდნილ გუნდებთან ერთად თასის გათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.



  © SBM, 2016-2024