"ენერგეტიკოსები" სუპერლიგის მოსაგებად იბრძოლებენ!

ყველა სიახლე
07 აპრილი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის A და B ჯგუფების განმეორებითი 1/4 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს. სუპერლიგაში, ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგებში პირველი ნახევარფინალისტები გამოვლინდნენ.

„ენერგო-პრომ“ „ბაქსვუდს“ განმეორებით მატჩშიც 2-1 სძლია და სუპერლიგის ფინალში მოსახვედრად იბრძოლებს. „ენერგეტიკოსები“ გიორგი ლობჟანიძემ წინ მეთერთმეტე წუთზე გაიყვანა, მეორე ტაიმში კი ლაშა ნინიკაშვილს გაატანინა და ანგარიში 2-0 გახდა. შეხვედრის დასრულებამდე „ბაქსვუდმა“ სხვაობის შემცირება შეძლო, მაგრამ თამაში ვერ შემოატრიალა და ასპარეზობას ოქროს ლიგის 1/2 ფინალში გააგრძელებს.

B ჯგუფში „ენ ეს სტუდიომ“ „რუსთავის აზოტი“ მეორე შეხვედრაშიც დაამარცხა და ვერცხლის ლიგის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. „არქიტექტორები“ წინ მეექვსე წუთზე ჯემალ მახსოევის გოლით გავიდნენ. ტაიმის დასრულებამდე სანდრო ბოჭორიშვილმა სხვაობა ორამდე გაზარდა. ოცდამეექვსე წუთზე ლევან ჭიტაძემ ერთი ბურთი გაქვითა. საბოლოო ანგარიში 2-1 დაფიქსირდა და „რუსთავის აზოტი“ ბრინჯაოს ლიგის პლეი-ოფში კვალიფიცირდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გიორგი ლობჟანიძე, ენერგო-პრო: „ვულოცავ ენერგო-პროს გამარჯვებას. ძალიან რთული თამაშები იყო. ორივე მატჩი მინიმალური სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ მთავარია გავიმარჯვეთ. ველოდებით შემდეგ ეტაპზე მეტოქეს. ჩემპიონობისთვის ვიბრძოლებთ. დღეს თავიდანვე გვქონდა უპირატესობა, მიგვყავდა თამაში. შემდეგ მოვდუნდით და 2-1 დასრულდა. ასმაგად უფრო რთულ თამაშებს ველით სუპერლიგაში. ამ თამაშებისთვის როგორც მოვემზადეთ, ასმაგად უნდა მოვინდომოთ, რადგან რთული მეტოქეა როგორც „შსს“ ასევე „ნიკორა“. ორივესთან რთულ და საინტერესო თამაშებს ველით. მჯერა ჩემი გუნდის, რომ ფინალში გავალთ“.

A და B ჯგუფებში განმეორებით 1/4 ფინალები არენა 2-ში გრძელდება.



  © SBM, 2016-2024