"ს.ლ. აკადემია" და "ბეტისის აკადემია" 1/4 ფინალურ სერიაში დაწინაურდნენ!

ყველა სიახლე
06 აპრილი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის 1/4 ფინალური სერიის ორი შეხვედრა გაიმართა. „სასკოლო ლიგის აკადემიამ“ და „ბეტისის აკადემიამ“ მეტოქეები მარტივად დაამარცხეს და სერიაში დაწინაურდნენ.

„სასკოლო ლიგის აკადემიამ“ „ლოგოსთან“ სოლიდური სხვაობით 9-3 იმარჯვა. პირველი ტაიმი „აკადემიის“ წევრებმა 5-1 მოიგეს და უპირატესობა არც მეორე ნახევარში დაუთმიათ. „ლოგოსის“ რიგებიდან ორი ბურთი შოთა კუპრავამ გაქვითა და გიგა გამრეკელსაც გაატანინა, მაგრამ გუნდმა ანგარიშის შემოტრიალება ვერ შეძლო. „სასკოლო აკადემიას“ ლევან გუგუციძე გამარჯვებაში ხუთი გოლითა და ორი შედეგიანი გადაცემით დაეხმარა.

„ბეტისას აკადემიამ“ „ბაქსვუდისგან“ მეოთხე წუთზე მიღებულ გოლს პირველ ტაიმში ორი ბურთით უპასუხა. „ბაქსვუდმა“ მეტოქის კარის აღება მეორე ნახევარში მხოლოდ ერთხელ მოახერხა, საკუთარში კი ოთხი გოლი გაუშვა და მატჩი 6-2 დასრულდა. შეხვედრაში დუბლი გიორგი არაბულმა და ნიკოლოზ ფარსადანიშვილმა შეასრულეს.

გუნდებს შორის განმეორებითი დაპირისპირება სპორტ კომპლექს არენა 2-ში 13 აპრილს გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024