"სეუ" მოქმედ ჩემპიონთან ფინალისთვის ბრძოლაში დაწინაურდა!

ყველა სიახლე
31 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში სტარტი ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის ნახევარფინალებმა აიღო. „სეუ“-მ „თსუ 2“ პირველ მატჩში 3-1 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.

„თსუ“ ტრავმების გამო ფინალის საგზურისთვის გამართულ პირველ ბრძოლას შესუსტებული შემადგენლობით შეხვდა, თუმცა მეტოქეს წინააღმდეგობა ბოლომდე გაუწია და შეხვედრა დაძაბული გამოდგა. „სეუ“-მ საწყისი ტაიმი ბოლო წუთზე გატანილი გოლით მოიგო. ოცდამეცხრე წუთზე ცოტნე ჩილაჩავამ წონასწორობა აღადგინა. მალევე ზარო მირზაშვილმა აქტივში მეორე ბურთი მიითვალა და „სეუ“-ს უპირატესობა დაუბრუნდა. საბოლოო ანგარიში ნიკა სიდამონიძემ თამაშის მიწურულს დააფიქსირა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ზაქრო მირზაშვილი, სეუ: „ძალიან, ძალიან მაგარი ატმოსფერო იყო და ემოციურად დავიღალეთ პირველ რიგში. გულშემატკივრებს დიდი მადლობა. მათ გარეშე ასეთი თამაში არ იქნებოდა. სერია გრძელდება. ასეთი თამაშებით ვვითარდებით. ჩვენი მიზანი ფინალი და თასია. გუნდი ვემზადებით ამისთვის. მობილიზებულები ვართ. ძლიერი გაიმარჯვებს. გამოცდილი გუნდია „თსუ“. სრული შემადგენლობა არ ჰყავდათ. აკლდათ გუნდის კაპიტანი, რომელიც მართლა დიდი ძალაა. ერთი ნაბიჯი გვაშორებს ფინალამდე და არაფერს დავაკლებთ“.

ილარიონ ფიფია, თსუ 2: „აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ის ატმოსფერო, რომელიც ორივე გუნდის გულშემატკივარმა შექმნა. მადლობა მეტოქეს ასეთი ლამაზი და დაძაბული თამაშისთვის. აუცილებლად მინდა აღვნიშნო, რომ ძირითადი შემადგენლობის სამი მოთამაშე გვაკლდა. ვინც ვიყავით ყველაფერი გავაკეთეთ მოგებისთვის. ჩვენმა მწვრთნელმა როგორც ორივე ინტერვიუში აღნიშნა, თსუ გააგრძელებს პირველ რიგში ფინალში მოსახვედრად, შემდეგ უკვე ტიტულის დასაცავად ბრძოლას. არ აქვს მნიშვნელობა გუნდს სად დასჭირდები კარში თუ გარეთ. როდესაც გუნდში ხარ, ნებისმიერ პოზიციაზე უნდა შეგეძლოს თამაში. ვფიქრობ, რომ თსუ ფინალსაც ითამაშებს და ტიტულსაც დავიცავთ“.

გუნდებს შორის განმეორებითი შეხვედრა 6 აპრილს, კვლავ არენა 2-ში, გაიმართება.



  © SBM, 2016-2024