„ლაქტალისისა“ და „სფეისის“ წყვილში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია!

ყველა სიახლე
31 მარტი 2024

„ლაქტალისისა“ და „სფეისის“ წყვილში შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები თანაბარია!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები „E-Team”-ისა და „ტერაბანკის“ დაპირისპირებით დასრულდა.

რეგულარული სეზონის გამარჯვებულმა „ბანკირები“ უშანსოდ დატოვა და დიდი ანგარიშით 10-0 დაამარცხა. პირველი ტაიმი „ი-თიმმა“ ოთხი უპასუხო გოლით მოიგო. თამაშის დასრულებამდე “ბუკმეიკერების“ უპირატესობა სოლიდური გახდა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი გიორგი ლუკავამ შეასრულა.

დაძაბული და სანახაობრივი იყო „ლაქტალისისა“ და „სფეისის“ დაპირისპირება. „ლაქტალისი“ წინ მეხუთე წუთზე გავიდა. ტაიმის დასრულებამდე „სფეისმა“ წონასწორობა აღადგინა და დაწინაურება შეძლო. შეხვედრის მიწურულს გიორგი ალავიძემ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა, ანგარიში 2-2 გახადა და სერიის პირველი მატჩი ფრედ დასრულდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

დავით უგრეხელიძე, სფეისი: „ძალიან მაგარი თამაში გამოდგა, დაძაბული. როგორც ველოდით პრინციპში, მეოთხედფინალია უკვე. მეტოქემაც კარგად ითამაშა. ვიცნობდით უკვე ერთმანეთს. გული დაგვწყდა რომ ბოლო მომენტში გავუშვით გოლი, მაგრამ მეორე თამაში წინა არის. მთელი შემართებით ვიქნებით, ბოლომდე დავიხარჯებით. დარწმუნებული ვარ, მოწინააღმდეგეც იმავეს იზამს. ვნახოთ, ვისაც გაუმართლებს ის გადავა შემდეგ ეტაპზე“.

გიორგი ალავიძე, ლაქტალისი: „მეტოქეზე მეტი მომენტი გვქონდა, მაგრამ იღბალი არ წავიდა ჩვენ სასიკეთოდ. დაძაბული თამაში იყო, საყაიმოდ დამთავრდა და შემდეგ მატჩში, როგორც მეოთხედფინალს შეეფერება ორივე გუნდს დიდი შანსი აქვს გავიდეს შემდეგ ეტაპზე. სამი რეალური მომენტი გვქონდა ბოლოს, ერთი მაინც უნდა გამოგვეყენებინა. წინასწარ არ მიყვარს რაღაცების თქმა, მაგრამ ჩვენ უნდა გავიდეთ“.

საკვალიფიკაციო ლიგის განმეორებითი 1/4 ფინალები 7 და 14 აპრილს გაიმართება.



  © SBM, 2016-2024