"თბილავიამშენმა" "შიშეჯამს" მინიმალური ანგარიშით სძლია!

ყველა სიახლე
31 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის საკვალიფიკაციო ლიგის პირველი 1/4 ფინალური შეხვედრები მიმდინარეობს.

„ბაზისბანკმა“ „მთავარი არხი“ დამაჯერებელი ანგარიშით 5-2 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. „ბანკირებმა“ პირველი ტაიმი ორი უპასუხო გოლით მოიგეს. მეორე ნახევარიც „ბაზისბანკის“ დომინაციით წარიმართა. გია გონგაძემ შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმა მოიგერია, თუმცა მეტოქემ საბოლოოდ ორი ბურთის გაქვითვა მაინც შეძლო. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან ჰეთ-თრიკი გიორგი პაპოშვილმა შეასრულა.

დღის სასტარტო მატჩში „თბილავიამშენმა“ „შიშეჯამი“ დაძაბულ ბრძოლაში 1-0 დაამარცხა და სერიაში უპირატესობა მოიპოვა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ერთადერთი და გადამწყვეტი გოლი ოცდამეჩვიდმეტე წუთზე მიხეილ ბორაშვილმა გაიტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

მიხეილ ბორაშვილი, თბილავიამშენი: „ძალიან კარგი თამაში გამოვიდა. მეოთხედფინალის პირველი შეხვედრა იყო და მაინც არ იყო ისეთი დაძაბულობა, მაგრამ სასიამოვნოა გამარჯვება. იმედია, მეორე შეხვედრაშიც იგივე განმეორდება. ორივე გუნდი ცდილობდა გოლი არ გაეშვა და ჩაკეტილი თამაში იყო. ჩვენი სტრატეგია კვლავ შეტევა იქნება, შევეცდებით მეტი გოლი გავიტანოთ და სანახაობრივი მატჩი გამოგვივიდეს“.

არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის კიდევ ორი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024