A ჯგუფში "კროკობეთისა" და "BOG"-ის დაპირისპირება ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
24 მარტი 2024

A ჯგუფში

სპორტ კომპლექს არენა 2-ში A ჯგუფის 1/4 ფინალური სერიის პირველი შეხვედრები გრძელდება.

„კროკობეთი“ და „საქართველოს ბანკი“ გარდამავალ უპირატესობაში ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 3-3.  მიხეილ სიჭინავას გოლით „ბანკირებმა“ პირველი ტაიმი მოიგეს. ნიკა ოთინაშვილმა მეორე ნახევარში წონასწორობა აღადგინა და „ბუკმეიკერები“ წინაც გაიყვანა. „BOG”-მა ანგარიში 3-2 გახადა, თუმცა ბოლო წუთებზე გიორგი ჩიქოვანმა წონასწორობა აღადგინა და გუნდების პირველ დაპირისპირებაში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა.

ფრედ, 3-3, დასრულდა „შსს“-სა და „ნიკორა“-ს მატჩიც. საწყის ოთხ წუთში „ნიკორამ“ ორბურთიანი უპირატესობა მოიპოვა. „ძალოვნებმა“ მიღებული გოლები გიორგი ყაზარაშვილის დუბლით გაქვითეს. გიორგი ღონღაძემ ოცდამეშვიდე წუთზე აქტივში მეორე ბურთი მიითვალა და „ნიკორა“ კვლავ დაწინაურდა. თამაშის დასრულებამდე ანგარიში ბექა ქინქოძემ გაათანაბრა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ოთინაშვილი, კროკობეთი: „მადლობა მოწინააღმდეგეს ძალიან მაგარი თამაშისთვის. ჩვენს მაქსიმუმს შემდეგ თამაშში გავაკეთებთ. ჩვენი მიზანი არა მარტო ამ სერიის მოგება, არამედ, ჩემპიონობაა. დანაკლისების მიუხედავად ბოლომდე ვიბრძოლეთ, რისთვისაც მადლობა ბიჭებს. აღარ არის ჯგუფური ეტაპები, უკვე პლეი-ოფია და დაძაბულ თამაშს ველოდით. ერთი ფეხის დაცდენა და ყველა სახლში მიდის. გამოვასწორებთ შემდეგში ყველაფერს და გავიმარჯვებთ. ასი პროცენტით ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ შემდეგ ეტაპზე გავალთ“.

შოთა ღვინიაშვილი, BOG: „დაწყებისთანავე გვქონდა უპირატესობა, უბრალოდ პლეი-ოფის ნერვიულობამ იმოქმედა. კარგი მოწინააღმდეგე გვყავდა და ვერ შევძელით გამარჯვება. მოსაგებად ვითამაშებთ შემდეგზე, რა თქმა უნდა, ფრე არ გვაწყობს. მჯერა, რომ მოვიგებთ. დღეს პირველი ტაიმი უკეთესი იყო, ბურთი ჩვენ გვქონდა. უპირატესობა ჩვენკენ იყო. მეორე ტაიმში ცოტა ავღელდით. ვიბრძოლეთ, წინაც გავედით, მაგრამ ბოლოდ მაინც ფრედ დამთავრდა“.

A ჯგუფის საპლეიოფო შეხვედრები არენა 2-ში გრძელდება.



  © SBM, 2016-2024