"ავერსმა" "ფარვანას" პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში სძლია!

ყველა სიახლე
24 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის შეხვედრები B ჯგუფით გაგრძელდა.

„ავერსმა“ „ფარვანა“ დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა და 1/4 ფინალურ დაპირისპირებაში უპირატესობა მოიპოვა. „ფარმაცევტები“ საწყის წუთზე დაწინაურდნენ. „ავერსმა“ სხვაობა ორ ბურთამდე გაზარდა, თუმცა ტაიმის დასრულებამდე „ფარვანამ“ ჩამორჩენა შეამცირა. ოცდამესამე წუთზე წონასწორობა ავტოგოლით აღდგა. „ავერსმა“ მეტოქეს კიდევ ორი გოლი გაუტანა და ანგარიში 4-2 გახადა. რაფიკ მარგარიანმა თამაშის დასრულებამდე ერთი ბურთი გაქვითა, მაგრამ „ფარვანამ“ დარჩენილ დროში ანგარიში ვერ შემოატრიალა და წააგო.

ერთი შეხვედრა გაიმართა A ჯგუფშიც. „ჯორჯიან მანგანეზმა“ „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ 2-1 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა. პირველი ტაიმი GM-მა ბესო ფერაძისა და ლევან კინწურაშვილის გოლებით მოიგო. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე დიმიტრი დემურაშვილმა ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, მაგრამ საბოლოო შედეგი TTC-მ ვერ შეცვალა.  

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის A და B ჯგუფებში საპლეიოფო შეხვედრები დღის განმავლობაში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024