კსუ-ჯვაროსნები-2 9:3. მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლე04 ივნისი 2017
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სათამაშო დღე კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისა და ჯვაროსნები 2-ის დაპირისპირებით დასრულდა. რომელიც „სტუდენტებმა“ 9:3 მოიგეს. ამ შეხვედრის შემდეგ გაირკვა სუპერლიგის თასის ყველა ნახევარფინალისტის ვინაობა. თასის მომდევნო ეტაპზე ერთმანეთს ნატახტარი -პსპ და კსუ- ტვ იმედი დაუპირისპირდება.
ილია მოდებაძე, კსუ: „საინტერესო თამაში იყო, თავიდან დაძაბულად წარიმართა, მაგრამ საბოლოოდ ჩვენმა გუნდმა გამარჯვება მოახერხა. მე ამ გუნდში ვთამაშობდი, ვიცნობ მის თითოეულ მოთამაშეს . რაც შეეხება ნახევარფინალში ჩვენს მეტოქეს არ მითამაშია ამ გუნდთან არასდროს. არ ვიცი როგორი თამაში იქნება, თუმცა ჩვენ მოსაგებად გავალთ და ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის.“