"ბეტისმა" წრიული ეტაპის ბოლო ტურში "ლოგოსთან" მოიგო!

ყველა სიახლე
23 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი შეხვედრები მიმდინარეობს. მეშვიდე ტურის გახსნით მატჩში ერთმანეთს „ბეტისის აკადემია“ და „ლოგოსი“ დაუპირისპირდნენ. გარდამავალ უპირატესობაში „ბეტისმა“ მეტოქე საბოლოოდ 6-4 დაამარცხა.

ანგარიში მეშვიდე წუთზე აკადემიის წევრებმა გახსნეს. „ლოგოსმა“ წონასწორობა მალევე აღადგინა და ტაიმი 4-2 მოიგო. მეორე ნახევარში „ბეტისმა“ თამაში შემოატრიალა და მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. გამარჯვებულთა რიგებიდან დუბლით გიორგი არაბული გამოირჩა. „ლოგოსის“ მხრიდან ორი ბურთი ოთარ ქარჩავამ გაქვითა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიგა გამრეკელი, ლოგოსი: „კარგი თამაში იყო. თავიდან კარგად დავიწყეთ. მერე ერთი-ორი არ გაგვიმართლა. გუნდელი დაგვემტვრა, წითელი ბარათი მივიღეთ. ბოლო წუთები რთული იყო ჩვენთვის. ათი ნომერი ჩვენი კაპიტანია, წამყვანი ფეხბურთელია, ბომბარდირიცაა და მისმა ტრავმამ ძალიან იმოქმედა ჩვენზე. რეგულარულ ეტაპზე შეგვეძლო მეტი თამაში მოგება, ხან ხალი გვაკლდა და მთლად კმაყოფილები არ ვართ“.

გიორგი არაბული, ბეტისის აკადემია: „დაძაბული თამაში იყო. თავიდან ცუდად დავიწყეთ. ვაგებდით ორი ბურთით, მაგრამ მეორე ტაიმში მოსაგებად გამოვედით. მწვრთნელმა გვითხრა, რომ უნდა ავსულიყავით და მეტი ზეწოლით გვეთამაშა. ვარჯიშების დამსახურებით თამაშებზეც ყველაფერი კარგად გამოდის. ახლა პლეი-ოფისთვის მოვემზადებით. არ აქვს მნიშვნელობა ვინ შეგვხვდება, ყველასთან მოგებას ვაპირებთ. კმაყოფილები ვართ დღეს ჩვენი შედეგით“.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ახალგაზრდული ლიგის მეშვიდე ტურის კიდევ ორი შეხვედრა გაიმართება.



  © SBM, 2016-2024