მოქმედი ჩემპიონები ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ!

ყველა სიახლე
19 მარტი 2024

მოქმედი ჩემპიონები ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ!

სპორტ კომპლექს არენა 2-ში „თსუ 2“-სა და „ქუთაისი 2“-ს შორის ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის 1/4 ფინალური სერიის გადამწყვეტი მატჩი გაიმართა. უშეღავათო ბრძოლაში „სტუდენტებმა“ გასული სეზონის ვიცე-ჩემპიონი 4-3 დაამარცხეს და ტიტულის დასაცავად ბრძოლას აგრძელებენ.

შეხვედრა გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. პირველ ტაიმში „ქუთათურებმა“ ანგარიში ორჯერ გაათანაბრეს და გუნდები 2-2-ზე გაიყარნენ. ოცდამეოთხე წუთზე „ქუთაისი“ დაწინაურდა, მაგრამ ალექსი ტკაჩოვმა წონასწორობა მალევე აღადგინა და ოცდამეთექვსმეტე წუთზე გამარჯვების გოლიც გაიტანა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

დავით გეგეშიძე, თსუ 2: „საბოლოოდ სერია ჩვენ სასარგებლოდ დამთავრდა, მაგრამ სამივე თამაში ძალიან დაძაბული იყო. ანგარიშში სხვაობებსაც ეტყობოდა ეს. ქუთაისი უდავოდ კარგი გუნდია. შარშანდელი ჩემპიონები ვართ, დიდად გუნდი არ შევცვლილვართ. ფაქტია, რომ მაგარი წინააღმდეგობა გაგვიწიეს, როგორც შარშანდელ ფინალში. მსგავსი სერია იყო უბრალოდ ახლა ორ მოგებამდე ვთამაშობდით. პირველ ინტერვიუში ვთქვი, რომ ტიტულის დაცვა გვინდოდა, ერთი ნაბიჯი გადავდგით ამისთვის. წელს მეტი კარგი გუნდია ლიგა 2-ში, დონე აწეულია. უხერხული მეტოქეები გველოდებიან. სეუ-სა და ილიაუნის შორისაც გადამწყვეტ თამაშს ველოდებით. ჩვენი მიზანია, ვინც არ უნდა შეგვხვდეს, დავხვდეთ ისე, როგორც თსუ-ს ეკადრება. წაგების შემთხვევაში, ისე წავაგებთ, რომ დავამახსოვრებთ თავს ჩემპიონატს“.

„თსუ 2“-ის ნახევარფინალური მეტოქე 22 მარტს „სეუ“-სა და „ილიაუნი 2“-ს შორის ასევე მესამე, გადამწყვეტ მატჩში გამოვლინდება.



  © SBM, 2016-2024