საკვალიფიკაციო ლიგაში ორი 1/4 ფინალური წყვილი ცნობილია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის შეხვედრებით დასრულდა.
“e-team“-მა "ტერაბანკს" დიდი უპირატესობით 5-0 სძლია და წრიული ეტაპი უდანაკარგოდ, პირველ ადგილზე დაასრულა. „ბუკმეიკერთა“ რიგებიდან რევაზ ბუგიანიშვილმა გიორგი ლუკავას შედეგიანი გადაცემებით მეტოქეს ოთხი გოლი გაუტანა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე კი ასისტენტს თავადაც გაატანინა.
„ლაქტალისი“ და „შიშეჯამი“ დაძაბულ შეხვედრაში 1-1-ზე გაიყარნენ. თორნიკე ბახტაძემ „შიშეჯამი“ მერვე წუთზე დააწინაურა. მეორე ტაიმში წონასწორობა დავით ქავთარაძემ აღადგინა.
„სფეისმა“ „მთავარი არხი“ მძიმე ბრძოლაში 1-0 დაამარცხა და რეგულარული სეზონი მეხუთე ადგილზე დაასრულა. გამარჯვების გოლის ავტორი გიორგი გონაშვილი გახდა, რომელმაც „ჟურნალისტებს“ მეთორმეტე წუთზე გაუტანა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ნერგაძე, მთავარი არხი: „ვიცოდით, რომ ძლიერი მოწინააღმდეგე იყო სფეისი, ბოლო შეხვედრებში დახვეწეს ძალიან თამაში. სამი ძირითადის ფეხბურთელი გვაკლდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, მაგარი თამაში გამოვიდა. მადლობა ბიჭებს. პლეი-ოფში უფრო ძლიერები ვიქნებით. ერთ-ერთი გამორჩეული თამაში იყო ამ ჩემპიონატში. ჩვენ ნებისმიერი მეტოქისთვის მზად ვიქნებით“.
ზურაბ ძაგანია, სფეისი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. როგორი მოლოდინიც გვქონდა, შესაბამისი თამაში გამოვიდა. თანაბარი გუნდები ვართ და ეს ჩანდა. ორივეს შეგვეძლო მოგება, მაგრამ მაინც ძლიერს უმართლებს. ბოლოს წინა თამაში ზუსტად ლაქტალისთან გვქონდა, ჩვენნაირი გუნდია და ვნახოთ როგორ იქნება. დღევანდელი მოგებით კმაყოფილი ვარ“.
მეშვიდე ტურით საკვალიფიკაციო ლიგაში ორი 1/4 ფინალური წყვილი გაირკვა. E-team „ტერაბანკს“ ეთამაშება, „სფეისი“ კი „ლაქტალისს“ გაეჯიბრება. „ბაზისბანკისა“ და „შიშეჯამის“ მეტოქეები „თბილავიამშენისა“ და „ტერაბანკის“ გადადებული შეხვედრის შემდეგ გამოვლინდება.