"ბაქსვუდმა" გრანდ ლიგის 1/2 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა!

ყველა სიახლე
17 მარტი 2024

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში გრანდ ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი გამოტოვებული მატჩია დარჩენილი, თუმცა გუნდებმა ცხრილში ადგილები უკვე გაინაწილეს.

„ბაქსვუდმა“ „McGill“-თან 4-2 იმარჯვა და მოპოვებული ქულებით გრანდ ლიგაში პირველობა გაინაღდა, რითაც პირდაპირ ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.

„ბაქსვუდი“ წინ მეორე წუთზე გავიდა. „იურისტებმა“ ტაიმის დასრულებამდე წონასწორობა აღადგინეს, მაგრამ მეორე ნახევარში მეტოქეს კვლავ ჩამორჩნენ და საბოლოოდ ორბურთიანი სხვაობით დამარცხდნენ. „ბაქსვუდის“ რიგებიდან დუბლით ალექსანდრე ვაშაკიძე გამოირჩა.

ტურის სხვა შეხვედრაში „არმია“-მ „ინვესტროსაინი“ უშანსოდ დატოვა და 6-0 მოუგო. „ძალოვნებმა“ პირველ ტაიმში ოთხი უპასუხო გოლით იმარჯვეს, თამაშის ბოლომდე კი უპირატესობა სოლიდური გახადეს. გამარჯვებულთა რიგებიდან ორი გოლი თენგიზ ჯანელიძის სახელზეა.

გრანდ ლიგის 1/4 ფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან: „არმია“ VS „ინვესტორსაინი“, „უკრაინა“ VS „ელპოზო“, „ავერსი“ VS „McGill”.

გრანდ ლიგის რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩი „ბაქსვუდსა“ და „არმიას“ შორის გაიმართება.



  © SBM, 2016-2024