გრანდ ლიგაში "ავერსი" და "უკრაინა" ფრეზე გაიყარნენ!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის მეშვიდე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
დღის სასტარტო მატჩში ერთმანეთს „ავერსი“ და „უკრაინა“ დაუპირისპირდნენ. გრანდ ლიგის შეხვედრაში „უკრაინამ“ ანგარიში მესამედ და საბოლოოდ ბოლო წუთზე გაათანაბრა და თამაში ფრედ 4-4 დასრულდა. „ფარმაცევტები“ წინ მესამე წუთზე გავიდნენ. მეტოქემ წონასწორობა მალევე აღადგინა. ტაიმის ბოლომდე „ავერსი“ ორი ბურთით დაწინაურდა (3-1). ოცდამესამე წუთზე სხვაობა ავტოგოლით შემცირდა. ლევან ჩიხრაძემ კი ანგარიში 3-3 გახადა. დროის ამოწურვამდე გუნდებმა კიდევ თითო ბურთი გაცვალეს და საბოლოოდ ქულები გაიყვეს. დუბლით „ავერსის“ მოთამაშე პაატა ლეჟავა გამოირჩა.
საკვალიფიკაციო ლიგაში „ბაზისბანკმა“ რეგულარული სეზონის ბოლო დაპირისპირებაში „თბილავიამშენი“ ოთხი უპასუხო გოლით, 4-0, დაამარცხა. პირველ ტაიმში გუნდები უგოლო ფრეზე გაიყარნენ. ოცდამეშვიდე წუთზე ანგარიში გიორგი პაპოშვილმა გახსნა, დარჩენილ დროში კი აქტივში მეორე გოლიც მიითვალა. გუნდს გამარჯვებაში ლევან ჩიხრაძე და შოთა კახიძე თითო ბურთით დაეხმარნენ.
არენა 2-ში გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის შეხვედრები დღის ბოლომდე გაგრძელდება.