"BSC"-მ "აწსუ"-სთან სერიაში ანგარიში გაათანაბრა!

ყველა სიახლე
16 მარტი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის განმეორებით მეოთხედფინალურ შეხვედრაში „ბათუმის სპორტულმა ცენტრმა“ „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ დაძაბულ ბრძოლაში 4-3 დაამარცხა და სერიაში ანგარიში გაათანაბრა.

„ბათუმელებმა“ ტაიმი მოსე ჩიქიროვის გოლით მოიგეს, მეორე ნახევრის სტარტზე კი სხვაობა ორ ბურთამდე რომან იუსუბოვმა გაზარდა. ცოტნე ციბაძემ ჩამორჩენა მალევე შეამცირა (2-1). თამაშის დასრულებამდე ლუკა ჩარგეიშვილისა და გივი ფილიას გოლებს „აწსუ“-ს რიგებიდან ალექსანდრე კაბოსნიძემ და ამირან ონიანმა უპასუხეს, მაგრამ ანგარიშის შემოტრიალება ვერ მოასწრეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ამირან ონიანი, აწსუ: „დამსახურებულად მოიგეს, ჩვენზე მეტად მოინდომეს. წინ ვიხედებოდით უფრო, რადგან სერიაში დავწინაურდით და ეს დაგვეტყო. ძალიან კარგი თამაში იყო, ვისიამოვნე. ცოტა გულდაწყვეტილი ვარ. მეორე ტაიმში განსაკუთრებით ბევრი შანსი გვქონდა, მაგრამ ვერ გამოვიყენეთ. ისევ ასეთ სანახაობრივ თამაშს ველი მესამე შეხვედრაში. ორივე გუნდს ერთნაირი მოტივაცია გვექნება“.

ნიკოლოზ თევზაძე, BSC: „წინა თამაშის შემდეგ აქცენტი უფრო დაცვაზე გავაკეთეთ. ვერ მოვემზადეთ სათანადოდ და ახლა გვჭირდებოდა სერიაში გათანაბრება. კარგი თამაში იყო, ვისიამოვნე, უბრალოდ ცოტას ვნერვიულობდი და ეს ბოლო წუთებში დამეტყო, კინაღამ ანტიგმირი გავხდი. წინასწარ არ ვიცი რა იქნება. ჩვენ ვიბრძოლებთ გამარჯვებისთვის, ვფიქრობ ძალიან საინტერესო შეხვედრა იქნება. უფრო დიდი ანგარიშით შეგვეძლო მოგება. თბილისის დარბაზი სჯობს ქუთაისის დარბაზს და ამის ფონზე კარგად გამოვედით ჩვენც. იღბალიც ჩვენკენ იყო დღეს“.

დასავლურ წყვილში სერიის გადამწყვეტი, მესამე მატჩი 23 მარტს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024