მფკ ნატახტარი-სკ ფერო 10:3.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
04 ივნისი 2017

მფკ ნატახტარი-სკ ფერო 10:3.მატჩის შემდგომი კომენტარები

დღეს,  თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში სუპერლიგის  თასის  ¼  ფინალური ეტაპის   შეხვედრები  გაიმართა, მფკ  ნატახტარი   ზესტაფონის  ფეროს  დაუპირისპირდა  და  10:3  დაამარცხა.   ნატახტარის  მეტოქე  ნახევარფინალში  პსპ  იქნება.  რაც  შეეხება  კიდევ ერთ ნახევარფინალისტს  ტვ  იმედის  გუნდმა თელავს  სძლია  7:3.

sbm.ge გამარჯვებული  გუნდის  ფეხბურთელის  კომენტარს გთავაზობთ

  გიორგი  სეფერთელაძე, ნატახტარი: „ეს  შეხვედრა  ანგარიშიდან  გამომდინარე შესაძლოა  ადვილად ჩანდეს,  მაგრამ  ასე  ნამდვილად არ  ყოფილა  ,  იბრძოლეს ბიჭებმა  და  ჩვენც  ვითამაშეთ  რაც შეგვეძლო.  პსპ-ს  რაც შეეხება 8 წელია  ყოველწელს 4-5  თამაშს  ვთამაშობთ ერთმანეთთან,    კარგად ვიცნობთ   ერთმანეთს  ზედმეტად  კარგადაც. ვინც უფრო  მზად  იქნება  იმ  წუთისთვის   ის  მოიგებს, შანსებეზე  საუბარს  აზრი არ  აქვს. ძალიან კარგი  გუნდია  პსპ ფაქტია, რომ არცერთი  გუნდი  არაფერს  დავთმობთ.“



  © SBM, 2016-2024