"აწსუ"-მ "BSC"-ს 1/4 ფინალის პირველ დაპირისპირებაში სძლია!
ყველა სიახლე„აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა“ ფუტსალის ლიგა 3-ის პირველი 1/4 ფინალური მატჩი „ბათუმის სპორტულ ცენტრთან“ საკუთარ კედლებში გამართა. „აწსუ“-მ ქუთაისის სპორტის სასახლეში მეტოქე 4-2 დაამარცხა და სერიაში დაწინაურდა.
„იმერლებმა“ პირველი ტაიმი ორი უპასუხო გოლით მოიგეს. მეორე ნახევარში მიღებულ ორივე ბურთს „ბათუმელების“ რიგებიდან გიორგი ლორიამ უპასუხა და ჩამორჩენა შეამცირა. „აწსუ“-ს რიგებიდან საუკეთესო ჰეთ-თრიკით და საგოლე გადაცემით ბექა სამყურაშვილი გახდა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
გიორგი ლორია, BSC: „ვარჯიშების არქონის გამო მოუმზადებლები გამოვედით დღეს. მცირე სათადარიგო შემადგენლობა გვყავდა და ამის გამო მალე ვიღლებოდით. ეს ყველაფერი თამაშის დროს ჩანს. შემდეგში იმედია დავამარცხებთ აწსუ-ს. პირველ ტაიმში უფრო დაბნეულობა იყო. არსებულმა ტაქტიკამ არ გაამართლა. შემდეგ მიღებულმა გოლებმა იმოქმედა მოტივაციაზეც და დავმარცხდით“.
ბექა სამყურაშვილი, აწსუ: „ჩემი აზრით, კარგი თამაში გამოვიდა, უხვგოლიანი. პირველივე ტაიმში უპირატესობით ვიყავით. ჯერ ყველაფერი წინ არის, ამით არაფერი დასრულებულა. დღეს განსაკუთრებული უპირატესობა არ გვქონია. ქუთაისში გვქონდა თამაში და ესეც გარკვეულ ეფექტს ქმნიდა. ჩვენ საუკეთესოს მოლოდინი გვაქვს და ჩემპიონობისთვის ვიბრძვით“.
ფუტსალის ლიგა 3-ის 1/4 ფინალური ეტაპის სხვა შეხვედრები 16 მარტს თბილისში, სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.