"ბსსა" "რუსთავთან" საპლეიოფო სერიაში დაწინაურდა!

ყველა სიახლე
12 მარტი 2024

ქუთაისის სპორტის სასახლეში სტარტი ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის 1/4 ფინალური ეტაპის შეხვედრებმა აიღო.

„ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიამ“ „რუსთავი“ დამაჯერებლად დაამარცხა, ანგარიშით 8-3 და სერიაში დაწინაურდა.

„ბათუმელები“ წინ საწყის წუთებშივე გავიდნენ და ტაიმი ოთხი უპასუხო გოლით მოიგეს. მეორე ნახევარში მიღებული ოთხი გოლიდან „რუსთავმა“ მხოლოდ სამი გაქვითა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი მიხეილ ფარცვანიამ გაიფორმა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

მიხეილ ფარცვანია, ბსსა: „პირველი თამაშით ძალიან კმაყოფილები ვართ. გვინდა ორ შეხვედრაში დავასრულოთ სერია. ბოლო თამაშის შემდეგ ძალიან ცოტა დრო გვქონდა, ვარჯიშიც ვერ მოვასწარით, მაგრამ მაინც ყველა თამაში მოგებული რომ გვქონდა, ვიცოდით დღესაც გავიმარჯვებდით. მერვე თამაში მოვიგეთ უკვე ზედიზედ და მგონი ეს ყველაფერზე მეტყველებს“.

ქუთაისში ლიგა 3-ის კიდევ ერთი 1/4 ფინალური შეხვედრა გაიმართება, ერთმანეთს „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი“ და „ბათუმის სპორტული ცენტრი“ დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024