A და B ჯგუფებში 1/4 ფინალური წყვილები გამოვლინდნენ!

ყველა სიახლე
10 მარტი 2024

A და B ჯგუფებში 1/4 ფინალური წყვილები გამოვლინდნენ!

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონში A და B ჯგუფების რეგულარული ეტაპი დასრულდა და 1/4 ფინალური წყვილები გამოვლინდნენ.

ბოლო სათამაშო დღეს სპორტ კომპლექს არენა 2-ში დასკვნითი, მეშვიდე ტურის შეხვედრები გაიმართა.

„ენერგო-პრო“-მ თითქმის ორწლიანი წაუგებელი სერია დაასრულა და ქულები „თბილისის სატრანსპორტო კომპანიასთან“ დაკარგა, ანგარიშით 1-0, მაგრამ A ჯგუფში პირველობა შეინარჩუნა. „კროკობეთმა“ „ჯორჯიან მანგანეზი“ დაძაბულ შეხვედრაში 4-3 დაამარცხა. შეხვედრაში დუბლი ნიკა ოთინაშვილმა (კროკო) და ბესო ფერაძემ გაიფორმეს (GM). „შსს“-„საქართველოს ბანკს“ 5-2 მოუგო. „ძალოვანთა“ რიგებიდან ორი გოლით რევაზ ინჯგია გამოირჩა. ტურის დასკვნით მატჩში „ნიკორა“-მ „ბაქსვუდს“ დამაჯერებლად სძლია, ანგარიშით 7-2. ნიკა ჯოლოხავა და გიორგი ღონღაძე გუნდს გამარჯვებაში ჰეთ-თრიკებით დაეხმარნენ.

B ჯგუფის გახსნითი მატჩი „ავერსსა“ და „ელპოზოს“ შორის გოლის გარეშე, 0-0 დასრულდა. „ლიბერთი ბანკმა“ „DHL“-თან ოთხბურთიანი ჩამორჩენა მინიმუმამდე აღმოფხვრა, მაგრამ გამარჯვება საბოლოოდ “DHL“-ს დარჩა - 5-4. „ბანკირების“ მხრიდან სამი გოლი ლაშა გურგენიძემ გაიტანა, მეტოქე გუნდიდან ჰეთ-თრიკი ზაზა ფიფიამ შეასრულა. უშანსოდ დატოვა „ფარვანამ“ „რუსთავის აზოტი“, „ნინოწმინდელებმა“ მეტოქე 7-0 დაამარცხეს. „NS Studio“-მ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი „ქართუ“-სთან იწვნია. „ბანკირებმა“ ცხრილის ლიდერთან 1-0 იმარჯვეს და მეტოქეს პირველობა წაართვეს.

დასკვნითი ტურის შემდეგ პლეი-ოფში ერთმანეთს შემდეგი გუნდები დაუპირისპირდებიან:

A ჯგუფი: ენერგო-პრო“ VS „ბაქსვუდი“, „კროკობეთი“ VS „საქართველოს ბანკი“, „TTC” VS “GM”, „შსს“ VS „ნიკორა“.

B ჯგუფი: „ბანკი ქართუ“ VS „ელპოზო“, „NS Studio” VS „რუსთავის აზოტი“, „ლიბერთი ბანკი“ VS „DHL“, „ავერსი“ VS „ფარვანა.

A ჯგუფის 1/4 ფინალში გამარჯვებულები სუპერლიგის ნახევარფინალში კვალიფიცირდებიან, დამარცხებულები ოქროს ლიგაში ითამაშებენ. B ჯგუფში კი გუნდები იმავე პრინციპით ვერცხლის და ბრინჯაოს ლიგებში განაწილდებიან.



  © SBM, 2016-2024