"ჯიპა"-მ ლიგა 3-ის წრიული ეტაპის ბოლო შეხვედრაში"რიწა"-სთან იმარჯვა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი, მეთოთხმეტე ტური, „ჯიპა“-სა და „რიწა“-ს მატჩით დასრულდა. „სტუდენტებმა“ მეტოქე 4-2 დაამარცხეს.
„ჯიპა“ მეთექვსმეტე წუთზე სამი უპასუხო გოლით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე „რიწა“-მ ერთი ბურთი გაქვითა (3-1). ოცდამერვე წუთზე დაჩი საღარაძემ სხვაობა კვლავ გაზარდა (4-1). თამაშის დასრულებამდე ლუკა ბიბლაიამ აქტივში დუბლი ჩაიწერა და საბოლოო ანგარიში, 4-2, დააფიქსირა. გამარჯვებული გუნდის რიგებიდან დუბლი ბექა მირიანაშვილმა გაიფორმა, ერთი გოლია გიორგი ტაბახმელაშვილის სახელზე.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:
გიორგი ტაბახმელაშვილი, ჯიპა: „პირველი წრე ძალიან კარგად დავიწყეთ, პირველ ადგილზე ვიყავით, მაგრამ შემდეგ პატარა ჩავარდნა გვქონდა. ვიმედოვნებთ, რომ პლეი-ოფში დავამტკიცებთ ჩვენს ძალებს. დღევანდელ მატჩში შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ვიყავით. კარგ ხასიათზე გვინდოდა შევხვედროდით პლეი-ოფს და გამოგვივიდა. რა თქა უნდა, UG-სთან მოსაგებად გამოვალთ. მათთან წინა სეზონშიც და წელსაც საინტერესო დაპირისპირებები გვქონდა, ალბათ კარგი თამაში გამოვა“.
ლიგა 3-ის 1/4 ფინალში ერთმანეთს შემდეგი გუნდები ეთამაშებიან: „ტიფლისი“ VS „რიწა“, „ბსსა“ VS „რუსთავი“, „ჯიპა“ VS „UG2”, „აწსუ“ VS „BSC”. პლეი-ოფი სტარტს ქუთაისში 12 მარტს აიღებს და 16 მარტს თბილისში გაგრძელდება.