ლიგა 3-ის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
09 მარტი 2024

ლიგა 3-ის 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულაური სეზონის დასკვნით ტურში „UG2”-ისა და „რუსთავის“ დაპირისპირების შემდეგ ყველა 1/4 ფინალური წყვილი ცნობილი გახდა.

„სტუდენტებმა“ უხვგოლიან შეხვედრაში მეტოქე 6-5 დაამარცხეს და ცხრილში მეექვსე ადგილზე გადაინაცვლეს. შესაბამისად, პლეი-ოფში ერთმანეთს შემდეგი გუნდები ეთამაშებიან:

„ტიფლისი“ VS „რიწა“, „ბსსა“ VS „რუსთავი“, „ჯიპა“ VS „UG2”, „აწსუ“ VS „BSC”.

UG-მ წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ (3-2) ანგარიში შემოატრიალა და ოცდამეთორმეტე წუთამდე მეტოქეს ოთხი უპასუხო გოლი გაუტანა. დარჩენილ დროში „რუსთავმა“ სხვაობის მინიმუმამდე დაყვანა შეძლო, მაგრამ შედეგი ვერ შეცვალა და წრიული ეტაპის ბოლო შეხვედრაში დამარცხდა.

გამარჯვებული გუნდიდან დუბლი ლექსო კვინიკაძემ და ნიკოლოზ კოპალიანმა გაიფორმეს. საუკეთესო მოთამაშედ კი თორნიკე თოდრია დასახელდა, რომლის ანგარიშზეც გოლი და საგოლე გადაცემაა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

თორნიკე შამათავა, რუსთავი: „ძალიან კარგი თამაში იყო. მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ სამი ქულა აგვეღო. მოგება ძალიან გვჭირდებოდა, რათა ცხრილში უკეთესი პოზიცია დაგვეკავებინა. ვეცდებით პლეი-ოფში ხარვეზები გამოვასწოროთ. ბსსა ძალიან ძლიერი მეტოქეა, გაგვიჭირდება, მაგრამ ქუთაისში ჩვენს მაქსიმუმს ვაჩვენებთ“.

თორნიკე თოდრია, UG2: „რეგულარული ეტაპი კარგ ნოტაზე დავასრულეთ. თავიდან ცოტა ცუდად დაიწყო. ორი ბურთით გავიდა მოწინააღმდეგე წინ. ხუთზე შეტევამ და ძალების მოკრეფამ, ჩვენი მწვრთნელის მეთაურობით, შედეგამდე მიგვიყვანა. გულშემატკივრებს მინდა მადლობა გადავუხადო. გვინდა, რომ სეზონი კარგად დავასრულოთ. შემართებით ვართ შემდეგი ეტაპისთვის. „ჯიპა“ გამოცდილი გუნდია. გვაქვს მათთან ერთი მოგება. ვფიქრობ, რომ მცირე უპირატესობით ისინი წინ არიან, მაგრამ ნაკლები გუნდი არ ვიქნებით. სასურველ შედეგს დავდებთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონი „ჯიპა“-სა და „რუსთავის“ მატჩით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024