საქართველოს ფოსტა -TTC 2:0. მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
04 ივნისი 2017

საქართველოს ფოსტა -TTC 2:0. მატჩის  შემდგომი  კომენტარები

დღეს, ოქროს ლიგის   კიდევ  ერთი  1/2  ფინალისტის  ვინაობა  გახდა  ცნობილი.  საქართველოს  ფოსტამ  დაძაბულ  ბრძოლაში  2:0 დაამარცხა  თბილისის სატრანსპორტო კომპანია და  მომდევნო  ეტაპის  საგზური  მოიპოვა.  ნახევარფინალში "ფოსტალიონების"  მეტოქე GWP იქნება.  

შოთა  ფარულავა, საქართველოს ფოსტა: „დაძაბული თამაში  იყო,  ეს გუნდი  ყველაზე  რთული და  არასასურველი მეტოქეა  ჩვენთვის,  წლებია  უკვე  რაც  ბიზნეს ლიგაში  ასპარეზობენ და  იციან  მინი ფეხბურთის  პრინციპები.საერთო ჯამში  თამაში  დაძაბული გამოდგა  შემდეგ  ეტაპზე  ჩვენი  მოწინააღმდეგე  GWP-ია, რომელიც  ძლიერი  გუნდია.ჩვენი  მიზანი  ჩემპიონობაა და იმედია  დასახულ  მიზანს  მივაღწევთ.“

ნოდარ ქუქჩიშვილი,სატრანსპორტო  კომპანია: „თამაში  დაძაბული გამოდგა  ბიჭებმა  ვიბრძოლეთ  ჩვენზე  ძლიერმა  გუნდმა  გაიმარჯვა, მადლობა  მინდა  ვუთხარა  მეტოქეს და  იმედია  მომავალ  სეზონში  რევანშს  ავიღებთ.“



  © SBM, 2016-2024