"ბსსა"-მ "აწსუ"-სთან რევანში აიღო და ცხრილში მეორე ადგილი დაიკავა!

ყველა სიახლე
09 მარტი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი, მეთოთხმეტე ტური, სპორტ კომპლექს არენა 2-ში „აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა“ და „ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის“ დაპირისპირებით გაგრძელდა.

„ბსსა“-მ ზედიზედ მეშვიდე გამარჯვება იზეიმა, ანგარიშით 4-3 და რეგულარული სეზონი ლიდერთან ერთქულიანი ჩამორჩენით მეორე ადგილზე დაასრულა.

პირველ ნახევარში გუნდები ფრეზე გაიყარნენ (1-1). ოცდამეოთხე წუთზე მიღებულ გოლს „იმერლების“ რიგებიდან ამირან ონიანმა უპასუხა და ანგარიში მეორედ გაათანაბრა. „ბათუმელებმა“ მიღებულ გოლს მალევე უპასუხეს და წინ ორი ბურთით გავიდნენ. თამაშის დასრულებამდე „აწსუ“-მ სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. გამარჯვებული გუნდიდან ჰეთ-თრიკი ბესიკ ბალაძემ შეასრულა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბესიკ ბალაძე, ბსსა: „ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეს მოგება, რადგან გამარჯვებით დავასრულეთ რეგულარული სეზონი. შვიდ თამაშში შვიდი მოგება გვაქვს. მთლიანად მობილიზებულები ვართ პლეი-ოფისთვის და ვცდილობთ, რომ მაქსიმალურად ძლიერები ვიყოთ. ჩვენი გუნდიდან მინდა გამოვყო ლუკა სელიმბას თამაში და წარმატებებს ვუსურვებ მას. მეტოქემ წინააღმდეგობა გაგვიწია. მათთან პირველ შეხვედრაში დავმარცხდით და ახლა, ასე ვთქვათ, რევანში ავიღეთ“.

ამირან ონიანი, აწსუ: „კარგი მოსამზადებელი პერიოდი იყო. გვქონდა გუნდში გარკვეული პრობლემები, ტრავმები, მაგრამ საბოლოო ჯამში დავლაგდით და მზად ვართ პლეი-ოფისთვის. პირველი თამაში, როგორც ვიცით, ქუთაისში გვიწევს და მაქსიმალურად მზად შევხვდებით. ორივე მატჩი „ბათუმის სპორტულ ცენტრთან“ დაძაბული იყო და დარწმუნებული ვარ მაგარი თამაშები გველოდება“.

ფუტსალი ლიგა 3-ის პლეი-ოფის წყვილები „UG2”-ისა და „რუსთავის“ მატჩის შემდეგ გაირკვევა.



  © SBM, 2016-2024