"ტიფლისი" ლიგა 3-ის წრიული ეტაპის გამარჯვებულია!

ყველა სიახლე
09 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში სტარტი ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. რეგულარული სეზონის დასკვნითმა ტურმა სტარტი „ტიფლისისა“ და „ბათუმის სპორტული ცენტრის“ დაპირისპირებით აიღო.  

„დედაქალაქელებმა“ მეტოქე დიდი უპირატესობით, 7-0, დაამარცხეს და ცხრილში პირველობისთვის გადამწყვეტი ქულები მოიპოვეს.

წრიული ეტაპის დასკვნით შეხვედრაში მოპოვებული სამი ქულით რეგულარული სეზონის გამარჯვებული „ტიფლისი“ გახდა, რომელიც 1/4 ფინალში „რიწა“-ს დაუპირისპირდება.

პირველი ტაიმი „ტიფლისმა“ გურამ ნადარეიშვილის დუბლით მოიგო. მეორე ნახევარში გიორგი თოდუამ ჰეთ-თრიკი გაიფორმა. თითო გოლია ლაშა ხარაიშვილისა და ლუკა ბუზიაშვილის სახელზე.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

გურამ ნადარეიშვილი, ტიფლისი: „ძალიან მოხარულები ვართ რეგულარული სეზონის პირველ ადგილზე დასრულებით. შესაბამისად, შეიძლება პლეი-ოფში ნაკლებად რთული გზა გავიაროთ. მადლობა გუნდს მთელი სეზონისთვის. დღეს გადამწყვეტი თამაში იყო, რომ პირველ ადგილზე დაგვესრულებინა და მოვიგეთ კიდეც. გავაგრძელებთ ჩემპიონობისთვის ბრძოლას. რიწას აქამდეც შევხვედრივართ, ბრძოლისუნარიანი ბიჭები არიან, მაგრამ ვფიქრობ, რომ არ უნდა გაგვიჭირდეს შემდეგ ეტაპზე გასვლა“.

არენა 2-ში დღის განმავლობაში ლიგა 3-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის სხვა შეხვედრებიც გაიმართება.



  © SBM, 2016-2024