საკვალიფიკაციო ლიგის ლიდერების დაპირისპირებაში e-team-მა იმარჯვა!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრით დასრულდა.
სატურნირო ცხრილის ლიდერების დაპირისპირებაში „E-team“-მა „ბაზისბანკს“ მოუგო, ანგარიშით 3-1. „ბანკირებმა“ პირველი მარცხი იწვნიეს, შესაბამისად, „e-team” საკვალიფიკაციო ლიგაში ერთპიროვნულად გალიდერდა.
"ბუკმეიკერები" წინ მეორე წუთზე გავიდნენ და ტაიმი ორბურთიანი უპირატესობით მოიგეს. ოცდამეოთხე წუთზე გოგა მამარდაშვილმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა სამამდე გაზარდა. თამაშის დასრულებამდე ჩამორჩენა შოთა ბადლოვმა შეამცირა.
ტურის სხვა შეხვედრაში „სფეისმა“ „ლაქტალისი“ 2-1 დაამარცხა და ოთხმატჩიანი მოუგებელი სერია დაასრულა. გიორგი უთრაშვილის და ვასკა ფირუზაშვილის გოლებით „სფეისი“ მეთორმეტე წუთზე ორი ბურთით იგებდა. ლევან გურგენიძემ შვიდმეტრიანი საჯარიმო დარტყმით ჩამორჩენა პირველივე ტაიმში შეამცირა, მაგრამ თამაშში ანგარიში აღარ შეცვლილა.
გრანდ ლიგაში „ბაქსვუდი“ კვლავ უდანაკარგოდ აგრძელებს ასპარეზობას. „მასწავლებლებმა“ ამჯერად „ინვესტორსაინი“ დაამარცხეს, ანგარიშით 4-0. მიხეილ კაციტაძემ და დავით ლომაიამ ორივე ტაიმში შეძლეს გოლის გატანა.
ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში 10 მარტს გაიმართება. A და B ჯგუფის გუნდები მეშვიდე ტურის შეხვედრებს ჩაატარებენ. ერთი თამაში იქნება საკვალიფიკაციო ლიგაშიც. მეორე ტურის გამოტოვებულ დაპირისპირებაში ერთმანეთს „ტერაბანკი“ და „თბილავიამშენი“ გაეჯიბრებიან.