"შიშეჯამმა" "თბილავიამშენს" მინიმალური სხვაობით სძლია!
ყველა სიახლებიზნესის ჩემპიონთა ლიგაში საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის მეექვსე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
საკვალიფიკაციო ლიგაში „შიშეჯამისა“ და „თბილავიამშენის“ დაპირისპირება „შიშეჯამის“ სასარგებლოდ 2-1 დასრულდა. უგოლო პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში ოცდამესამე წუთზე თორნიკე ბახტაძემ გახსნა. სხვაობა ორამდე გიორგი ლიპარტელიანმა გაზარდა. აღსანიშნავია, რომ ორივე თანაგუნდელს საგოლე გადაცემა ვალიკო ქასოევმა გაუკეთა. ოცდამეჩვიდმეტე წუთზე საბა საბანაძემ ათმეტრიანი საჯარიმო დარტყმა გამოიტენა და ჩამორჩენა მინიმუმამდე შეამცირა, რის შემდეგაც ანგარიში აღარ შეცვლილა.
არენა 2-ში სათამაშო დღე გრანდ ლიგით დაიწყო. „მაკგილმა“ „ელპოზოსთან“ 4-2 იმარჯვა და მიმდინარე სეზონში სამი ფრის შემდეგ პირველი გამარჯვება იზეიმა. საწყის ხუთ წუთში „იურისტები“ წინ სამი ბურთით გავიდნენ. გიორგი თოთლაძემ მეორე ნახევარში ორწუთიან ინტერვალში დუბლი გაიფორმა. სხვაობა ერთ ბურთამდე შემცირდა, მაგრამ „ელპოზომ“ საკუთარ კარში გოლი მიიღო და მორიგი მარცხი იწვნია.
სპორტ კომპლექს არენა 2-ში საკვალიფიკაციო ლიგისა და გრანდ ლიგის შეხვედრები დღის ბოლომდე გაგრძელდება.