ევროპაბეთი-ავერსი 0:1.მატჩის შემდგომი კომენტარები

ყველა სიახლე
04 ივნისი 2017

ევროპაბეთი-ავერსი 0:1.მატჩის შემდგომი კომენტარები

თბილისის  ოლიმპიურ  სასახლეში ევროპაბეთისა და  ავერსის  დაპირისპირებით დასრულდა   ვერცხლის  ლიგის განმეორებითი   მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები, მატჩი  ავერსმა   1:0 მოიგო. გუნდებს შორის სერიაში  ანგარიში  გათანაბრდა  და   ამ  წყვილში  მომდევნო  ეტაპზე  გამსვლელი  გუნდის  ვინაობა   მესამე  გადამწყვეტ  შეხვედრაში  გაირკვევა. ასევე  მესამე  შეხვედრა გაარკვევს  RS-ლიბერთი ბანკის წყვილში 1/2 ფინალში  გამსვლელი  გუნდის  ვინაობას.

 ნახევარფინალურ  ეტაპის  საგზური  საქართველოს  ბანკმა  და   ბაქსვუდმა  მოიპოვეს. საქართველოს  ბანკის  მეტოქე  შემდეგ  ეტაპზე  ევროპაბეთისა და  ავერსის  წყვილში  გამარჯვებული იქნება. ხოლო ბაქვსვუდი RS-ლიბერთი ბანკის წყვილში გამარჯვებულთან  მოსინჯავს  ძალებს.     

Sbm.ge გუნდის  წარმომადგენლებს  გაესაუბრა.

ლევან  კოპალიანი, ევროპაბეთი: „მოტივაცი  გვაკლდა,  მოწინააღმდეგე  ჩვენზე  მოტივირებული გამოვიდა  მოედანზე  და  ბოლომდე  დაიხარჯა. ოდნავ  მეტი რომ  მოგვენდომებინა  წარმატებას  მივაღწევდით.  მესამე  შეხვედრას  რაც  შეეხება  მოვემზადებით და  მაქსიმუმს  გავაკეთებთ,  რომ  შემდეგ  ეტაპზე  ჩვენ  გავიდეთ.“

კობა სებუა, ავერსი: „პირველ  რიგში  მადლობა  მინდა  ვუთხრა  მოწინააღმდეგეს  ღირსეული თამაშისთვის,მეგობრული  შეხვედრა  იყო,  ტურნირის  ლოზუნგიდან  გამომდინარე  მეგობრობა  ჩვენი  ლიგაა . სპორტული თვალსაზრისით ძაბული მატჩი  იყო ,მომავალ  შეხვედრაში  კი  ვუსურვებ  ჩვენს  გუნდს  გამარჯვებას, მესამე  თამაშიც  უაღრესად  დაძაბული  იქნება.

 



  © SBM, 2016-2024