ლიგა 2-ში 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ყველა სიახლე
02 მარტი 2024

ლიგა 2-ში 1/4 ფინალური წყვილები ცნობილია!

ფუტსალის ლიგა 2-ის რიგით მეექვსე სეზონში რეგულარული ეტაპი დასრულდა და 1/4 ფინალური წყვილები გამოვლინდნენ.

მეთოთხმეტე ტურის დასკვნით მატჩში „სეუ“-მ პირველადგილოსანი „UG“ ბოლო წამებზე გატანილი გოლით 1-0 დაამარცხა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა, შესაბამისად, პლეი-ოფში ერთმანეთს შემდეგი გუნდები ეთამაშებიან:

UG”“EU”

“სეუ“ – „ილიაუნი 2“

„თსუ 2“„ქუთაისი 2“

„გორი“ – „დინამო“

რეგულარული სეზონის დასკვნითი მატჩი სახიფათო მომენტების მიუხედავად, ბოლო წუთამდე გოლის გარეშე მიმდინარეობდა. თამაშის დასრულებამდე ოთხი წამით ადრე დავით დანელიამ გამარჯვების გოლი გაიტანა და „სტუდენტებმა“ ცხრილში პოზიცია გაიუმჯობესეს.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

გიორგი ცხვედიანი, სეუ: „ნამდვილად ორი სხვადასხვა ნახევარი იყო ჩვენთვის მთელი სეზონის განმავლობაში. პირველი წრე კარგად ჩავატარეთ. მეორე წრეში სამწუხაროდ ისე ვერ გამოვიყურებოდით როგორც გვინდოდა. დღევანდელი თამაშიც ამის დასტურია. UG შესუსტებული გუნდით იყო ჩვენ წინაშე, თუმცა ძალიან გაგვიჭირდა მაინც. მეტწილად ეს მეკარის დამსახურებაც არის, აპლოდისმენტები მას. ვეცდებით პლეი-ოფს ამაზე უკეთესად შევხვდეთ. „ილიაუნი 2“ ჩვენთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდა. განვიხილავთ ყველა ერთად რა არის გამოსასწორებელი იმისთვის, რომ ილიაუნის ბარიერი დავძლიოთ“.

რამაზ ბუჯიაშვილი, UG: „შეხვედრა ძალიან კარგი გამოვიდა. ვიცოდით, რომ დაძაბულობა იქნებოდა. ბოლო წუთებზე სამწუხაროდ ვეღარ გადავარჩინე გუნდი. მეტი შანსი გვქონდა, პირველ ტაიმშიც შეგვეძლო გოლების გატანა. იღბალიც არ იყო ჩვენკენ. ჩვენმა ძირითადმა ბირთვმა დღეს დაისვენა, რადგან პლეი-ოფისთვის მოსამზადებელი პერიოდი გვაქვს. თასის თამაშიც გვაქვს ოთხში. ამდენი წელია გამოვდივართ და პირველ ადგილზე რომ ამთავრებ წრიულ ეტაპს ძალიან კარგი შეგრძნებაა ნამდვილად. EU-ს დასაკარგი არაფერი ექნება, ბოლომდე ითამაშებს და ამიტომ, ვფიქრობ, ყველა ვარიანტში დაძაბული თამაში იქნება. ვეცდებით წლევანდელი სეზონი ჩემპიონობით დავასრულოთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის 1/4 ფინალური შეხვედრები 8 მარტს, სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.  



  © SBM, 2016-2024