"დინამო"-მ წრიული ეტაპის ბოლოს "ილიაუნი 2"-თან მოიგო!

ყველა სიახლე
02 მარტი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. სეზონის წრიული ეტაპის დასკვნით ტურში ერთმანეთს „დინამო“ და „ილიაუნი 2“ დაუპირისპირდნენ. შეხვედრა „დედაქალაქელების“ მარტივი გამარჯვებით, 7-3 დასრულდა.

ამ შედეგით „დინამო“-მ ცხრილში მეხუთე პოზიცია დაიკავა და 1/4 ფინალში „გორს“ დაუპირისპირდება. „ილიაუნი 2“-ის მეტოქე კი ტურის დასკვნითი მატჩის შემდეგ გაირკვევა და „სეუ“ ან „თსუ 2“ იქნება.

„დინამო“-მ „სტუდენტებთან“ უპირატესობა საწყისი წუთებიდანვე მოიპოვა და ტაიმი 5-0 მოიგო. ლაშა-გიორგი ობოლაძემ ინდივიდუალური პერფორმანსი მეორე ტაიმშიც განაგრძო და საბოლოოდ აქტივში სამი გოლი და ორი შედეგიანი გადაცემა ჩაიწერა. ოცდამეთერთმეტე წუთიდან „ილიაუნი 2“-მა სხვაობის შემცირება შეძლო, მაგრამ თამაშში გარდატეხა ვერ შეიტანა და წრიული ეტაპის ბოლო მატჩში დამარცხდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ლაშა-გიორგი ობოლაძე, დინამო: „ეს ეტაპი ნორმალურად დავასრულეთ. შემადგენლობაში დანაკლისი გვქონდა, მაგრამ მთავარია, რომ ხალისით შევხვდებით პლეი-ოფს, რადგან ბოლო თამაში გამარჯვებით დავასრულეთ. „გორთან“ თანაბარი თამაში იქნება, მაგრამ ჩვენ გამოცდილების ხარჯზე უნდა ვაჯობოთ. დღეს კარგი თამაში გვქონდა, კარგი განწყობა შევიქმენით. პლეი-ოფისთვის მზად ვიქნებით“.

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასკვნით შეხვედრაში ერთმანეთს „დინამო“ და „ილიაუნი 2“ დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024