"ბეტისის აკადემიისა" და "ბაქსვუდის" სანახაობრივი მატჩი ფრედ დასრულდა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ახალგაზრდული ლიგის მეექვსე ტურის ორი შეხვედრა გაიმართა.
„ბეტისის აკადემია“ და „ბაქსვუდი“ სანახაობრივ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ. აკადემიის წევრებმა ანგარიში მეორედ ბოლო წუთზე გაათანაბრეს და შეხვედრა ფრედ 4-4 დასრულდა.
„ბაქსვუდელები“ საწყის ოთხ წუთში წინ ორი ბურთით გავიდნენ. ტაიმის ბოლომდე გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს (3-1). მეორე ნახევარში „ბეტისმა“ წონასწორობის აღდგენა შეძლო (3-3). ოცდამეჩვიდმეტე წუთზე ნიკოლოზ დიხამინჯიამ აქტივში მესამე გოლი მიითვალა და „ბაქსვუდი“ კვლავ წინ გაიყვანა. დარჩენილ დროში აკადემიის წევრებს ბევრი სახიფათო მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მხოლოდ ერთი შანსის გამოყენება შეძლეს და დადუ ისრაელმა თავისი მესამე გოლით საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ნიკოლოზ დიხამინჯია, ბაქსვუდი: „ძალიან დაძაბული თამაში იყო. ბეტისი ძლიერი მეტოქეა. გუნდურად ვითამაშეთ, ბოლოს მაინც ფრედ დამთავრდა. მოგება გვინდოდა. შედარებით ცოტანი ვიყავით დღეს, ადვილად ვიღლებოდით. სწრაფ შეცვლებს ვერ ვაკეთებდით და ამ დაღლილობის გამო გაგვიჭირდა თამაში. კარგი თამაში იყო, ბევრი მომენტით, ვფიქრობ, ყველაზე კარგი თამაში გამოვიდა, რაც აქამდე გვქონია“.
ნიკა უთრუღაშვილი, ბეტისის აკადემია: „ჩემი აზრით, ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ მინიმუმ ფრე მაინც დაგვემთავრებინა ეს თამაში. კარგი ტურნირია. ვფიქრობ, ბევრად კარგი გუნდი ვართ, ვიდრე ამას სატურნირო ცხრილში ჩვენი ადგილი ამბობს. ბოლო ათმეტრიანი ვერ გამოიყენა ჩვენმა გუნდელმა, მაგრამ არა უშავს, ყველაფერი წინ არის და გრძელდება ჩემპიონატი“.
ტურის სხვა შეხვედრაში „ლოგოსმა“ „ხაშურის N9 სკოლა“ უშანსოდ დატოვა და 15-0 დაამარცხა. „ლოგოსის“ რიგებიდან შოთა კუპრავა ხუთი გოლითა და ოთხი საგოლე გადაცემით გამოირჩა. ჰეთ-თრიკი გაიფორმა ოთარ ქარჩავამ.