"ტიფლისმა" "ჯიპა"-სთან რევანში ვერ აიღო!

ყველა სიახლე
02 მარტი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის მეცამეტე ტურის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს „ტიფლისი“ და „ჯიპა“ დაუპირისპირდნენ. უშეღავათო ბრძოლაში „ტიფლისმა“ მეტოქესთან რევანშის აღება ვერ შეძლო და მატჩი ფრედ 1-1 დასრულდა.

„დედაქალაქელებმა“ პირველი ტაიმი მეოთხე წუთზე ლაშა ხარიაშვილის გატანილი გოლით მოიგეს. სახიფათო მომენტების და მაღალი დინამიკის მიუხედავად ანგარიში მეორე ნახევარშიც მხოლოდ ერთხელ შეიცვალა. დაჩი საღარაძემ ოცდამეთორმეტე წუთზე შანსი გამოიყენა და წონასწორობა აღადგინა.

ამ შედეგით „ტიფლისი“ სატურნირო ცხრილში კვლავ პირველ ადგილზე დაბრუნდა, ხოლო „ჯიპა“-მ რეგულარულ სეზონში ლიდერობის შანსი დაკარგა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ბექა მირიანაშვილი, ჯიპა: „ზუსტად ისეთი თამაში იყო, როგორსაც ველოდით. ბოლო ოთხი შეხვედრიდან, სამწუხაროდ, ერთი მოვიგეთ და ცოტა ჩავარდნა გვქონდა. გვინდოდა, ჩვენი საუკეთესო ვერსია გვენახებინა. მეგობრულად გავიყარეთ. ჩვენც კარგად ვითამაშეთ, მეტოქეს ყოჩაღ. დღეს კონკრეტულად ერთ მოთამაშეზე არ გვქონდა თამაში აწყობილი. ვისთანაც მოვხვდებოდით ისე ვთამაშობდით. რომელიმეს გარდამტეხი უპირატესობა არ გვქონია. წაგებას არც ერთი ვიმსახურებდით და ალბათ ლოგიკური შედეგია ფრე. გვინდოდა პლეი-ოფისთვის ჩვენი ძალები გაგვეზომა. ვერ ვართ მაინც ოპტიმალური შემადგენლობით, მაგრამ შემდეგ ეტაპზე სხვა შემართებით ვიქნებით“.

ლაშა ხარაიშვილი, ტიფლისი: „ზოგდად კარგი თამაში გამოვიდა და მადლობა მეტოქეს ასეთი დაძაბულობისთვის. პირველ ტაიმში გვქონდა ისეთი მომენტები, რაც უნდა გამოგვეყენებინა. მეორე ტაიმში "ჯიპამ" უფრო მოინდომა. ჩვენ ვერ გამოვიყენეთ შანსები და ამის შემდეგ დავისაჯეთ. დღეს მონდომება დავაკალეთ მეორე ნახევარში. ისე ვერ დავიწყეთ, როგორც საჭირო იყო. წინ პლეი-ოფებია. ჩვენი კონკურენტი იყო „ჯიპა“ და ასე იქნება ყოველთვის. ვფიქრობ, პირველ ადგილს დავიკავებთ ცხრილში. ბოლო თამაში ბათუმის გუნდთან რთული იქნება და მაქსიმალურად მოვინდომებთ“

3 მარტს სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის მეცხრე ტურის ერთი გამოტოვებული შეხვედრა გაიმართება. ერთმანეთს „რუსთავი“ და BSC დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024