"რუსთავმა" მეცამეტე ტურის შეხვედრაში "რიწა" დაამარცხა!

ყველა სიახლე
01 მარტი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეცამეტე ტურის შეხვედრა გაიმართა. ერთმანეთს „რუსთავი“ და „რიწა“ დაუპირისპირდნენ.

წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ „რუსთავმა“ ანგარიში შემოატრიალა და მეტოქე კომფორტული უპირატესობით 4-1 დაამარცხა.

პირველი ნახევარი „რიწა“-მ ლუკა ბიბლაიას გოლით მოიგო. ოცდამეორე წუთზე წონასწორობა თორნიკე შამათავამ აღადგინა. გიორგი ქავთარაძემ „რუსთავი“ წინ გაიყვანა. ალექსანდრე გოგოლაძემ და ბექა ათანეიშივლმა კი სხვაობა დამაჯერებელი გახადეს.

ამ მოგებით „რუსთავმა“ მშრალი სერია დაასრულა და ოთხი მატჩის შემდეგ სამი ქულა აიღო.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეცამეტე ტური „ჯიპა“-სა და „ტიფლისის“ ცენტრალური დაპირისპირებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024