საკუთარ კედლებში მიღებული მარცხით "ქუთაისი 2"-ის წაუგებელი სერია შეწყდა!

ყველა სიახლე
27 თებერვალი 2024

საკუთარ კედლებში მიღებული მარცხით

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური ქუთაისის სპორტის სასახლეში დაიწყო.

„ქუთაისი 2“-სა და „თსუ 2“-ს შორის გამართული მატჩი დაძაბული და სანახაობრივი გამოდგა. „სტუდენტებმა“ მეტოქე 5-4 დაამარცხეს და „ქუთათურებმა“ მეორე წრეში ერთადერთი მარცხი საკუთარ კედლებში იწვნიეს.

„თსუ“ წინ თამაშის დაწყებიდან მალევე გავიდა. მეცამეტე წუთზე მოქმედი ჩემპიონები მეტოქეს გეგა კოშაძის ჰეთ-თრიკით ამარცხებდნენ. მიღებულ სამ გოლს ტაიმის დასრულებამდე დავით მარგველაშვილმა დუბლით უპასუხა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. მეორე ნახევარში გუნდებმა ორ-ორი ბურთი გაცვალეს. ალექსი ტკაჩოვმა დუბლი გეგა კოშაძის ასისტებით გაიფორმა. გიორგი ბედენაშვილმა და ალექსანდრე კაბოსნიძემ ორივე გოლი გაქვითეს, მაგრამ „ქუთაისი 2“-მა შეხვედრაში ქულის აღება ვერ შეძლო.

რეგულარული სეზონის დასკვნითი ტურის სხვა შეხვედრები 2 მარტს სპორტ კომპლექს არენა 2-ში გაიმართება.



  © SBM, 2016-2024