უხვგოლიანი მატჩი "TTC"-სა და "კროკოს" შორის ფრედ დასრულდა!

ყველა სიახლე
25 თებერვალი 2024

უხვგოლიანი მატჩი

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში A ჯგუფის მეექვსე ტურის დასკვნითი მატჩით დასრულდა. ერთმანეთს „კროკობეთი“ და „თბილისის სატრანსპორტო კომპანია“ დაუპირისპირდნენ.

დაძაბულ და სანახაობრივ შეხვედრაში TTC-მ საფინალო სირენის შემდეგ გატანილი პენალტით ანგარიში 5-5 გახადა და „ბუკმეიკერებთან“ ქულა აიღო.

მეცხრე წუთზე TTC ორი ბურთით იგებდა. ტაიმის დასრულებამდე „კროკომ“ წონასწორობა აღადგინა და წინ გავიდა, რის შემდეგაც, უპირატესობა თამაშის ბოლომდე არ დაუთმია. ნიკა ოთინაშვილმა აქტივში გოლთან ერთად ორი შედეგიანი გადაცემაც ჩაიწერა.

ოცდამეთოთხმეტე წუთზე დიმიტრი დემურიშვილმა დუბლი გაიფორმა და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანა. ბოლო წამებზე დანიშნული პენალტი კი კოტე ოდიკაძემ ზუსტად შეასრულა და გამარჯვების გოლი გაიტანა.

ჯგუფის სხვა შეხვედრა „ბაქსვუდსა“ და „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ შორის გოლის გარეშე, 0-0, დასრულდა.

ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე სპორტ კომპლექს არენა 2-ში 3 მარტს გაიმართება. მეექვსე ტურში ერთმანეთს გრანდ ლიგისა და საკვალიფიკაციო ლიგის გუნდები დაუპირისპირდებიან.



  © SBM, 2016-2024