RS-ლიბერთი ბანკი 2:2 (პენ.4:3).მატჩის შემდგომი კომენტარები
ყველა სიახლედღეს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში კორპორატიული ლიგის განმეორებითი ¼ ფინალური მატჩები მიმდინარეობს. შემოსავლების სამსახურსა და ლიბერთი ბანკს შორის მომდევნო ეტაპის საგზურის მფლობელის ვინაობას გადამწყვეტი მესამე შეხვედრა გაარკვევს. დღეს, გამართულ შეხვედრაში შემოსავლების სამსახურმა 7 მეტრიანების სერიაში დაამარცხა მეტოქე 2:2. პენ 4:3. რაც შეეხება ვერცხლის ლიგის პირველ ნახევარფინალისტს, საქართველოს ბანკმა მეორე შეხვედრაშიც სძლია მინას 11:0 და როგორც მოსალოდნელი იყო ლიგის ნახევარფინალში ითამაშებს.
Sbm.ge გუნდის წარმომადგენლებს გაესაუბრა
გიორგი თავთავაძე,ლიბერთი ბანკი: „რთული თამაში გამოვიდა, საკმაოდ დიდი უპირატესობა გავფანტეთ და პენალტების სერიაში დავმარცხდით. გათანაბრდა სერიიის ანგარიში, მოვემზადებით მესამე გადამწყვეტი შეხვედრისთვის ვეცდებით რომ დასახულ მიზანს მივაღწიოთ და გავიმარჯვოთ.“
დავით მეკოკიშვილი, შემოსავლების სამსახური: „პირველი თამაში სამწუხაროდ წავაგეთ, დღესაც საკმაოდ დაძაბული თამაში იყო, თავიდან ვაგებდით შეხვედრას, თუმცა მოვინდომეთ და 7 მეტრიანების სერიაში მოვიგეთ. მესამე გადამწყვეტ თამაშს რაც შეეხება ვეცდებით გავიმარჯვოთ და შემდეგი ეტაპის საგზური მოვიპოვოთ."