"ნიკორა"-მ "ჯორჯიან მანგანეზთან" ქულა გადაარჩინა!

ყველა სიახლე
25 თებერვალი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის მორიგი სათამაშო დღე A ჯგუფის მეექვსე ტურის შეხვედრით გაგრძელდა. „ჯორჯიან მანგანეზი“ და „ნიკორა“ დაძაბულ ბრძოლაში ფრეზე გაიყარნენ, ანგარიშით 2-2.

ბესო ფერაძის მესამე წუთზე გატანილ გოლს „ნიკორას“ რიგებიდან ომარ შუბითიძემ უპასუხა. ტაიმის ბოლოს ლევან კუჭაშვილმა „GM“-ს უპირატესობა დაუბრუნა, მაგრამ ოცდამესამე წუთზე ნიკა ჯოლოხავამ ანგარიში მეორედ გაათანაბრა და „ნიკორა“-მ ქულა გადაარჩინა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:

ნიკა ჯოლოხავა, ნიკორა: „მართლაც დაძაბული თამაში იყო. ძალიან ბევრი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. არ გაგვიმართლა, ოთხჯერ თუ ხუთჯერ ძელს მოხვდა ბურთი. ცოტა მეტი იღბალი რომ ყოფილიყო ჩვენ სასარგებლოდ სამ ქულას ავიღებდით. წინ კიდევ ერთი თამაში გველოდება, შემდეგ პლეი-ოფები დაიწყება. ვეცდებით მაქსიმალურად გამოვიყენოთ მომენტები. ჯორჯიან მანგანეზთან შარშან ფინალში ძალიან დამაჯერებლად მოვიგეთ. გუნდი რადიკალურად შეცვლილია. მათი წინა თამაშები რომ ვნახეთ, საკმაოდ ანგარიშგასაწევი ძალა იყო, ამიტომ ველოდით ასეთ ბრძოლას“.

ბესო ფერაძე, GM: „დაძაბული მატჩი გამოვიდა საერთო ჯამში. „ნიკორა“ წინა გათამაშების გამარჯვებულია და ველოდებოდით მსგავს სცენარს. მოსაგებად გამოვედით. თამაში სანახაობრივი იყო. მეტოქე ფიზიკურად უფრო მომზადებული იყო. ჩვენ მაინც ახალი გუნდი ვართ. ვფიქრობ, მომავალში მაღალი მიზნებისთვის ვიბრძოლებთ და ასეთ თამაშებს მოვიგებთ“.

ერთი შეხვედრა გაიმართა B ჯგუფში. „ლიბერთი ბანკმა“ ორი ბურთით წაგებული ტაიმის შემდეგ თამაში შემოატრიალა და „ფარვანა“ 4-2 დაამარცხა. „ფარვანა“-მ პირველი ნახევარი რაფიკ მარგარიანის და სარგის სტამბოლციანის გოლებით მოიგო. „ბანკირების“ რიგებიდან საუკეთესო დუბლით და ორი საგოლე გადაცემით კახა გოგოხია იყო.

სპორტ კომპლექს არენა 2-ში სათამაშო დღე A და B ჯგუფების მეექვსე ტურის დასკვნითი შეხვედრებით დასრულდება.



  © SBM, 2016-2024