B ჯგუფის ლიდერმა "DHL" დაამარცხა!
ყველა სიახლესპორტ კომპლექს არენა 2-ში ბიზნესის ჩემპიონთა ლიგის 2023/24 წწ. სეზონის A და B ჯგუფების მეექვსე ტურის შეხვედრები მიმდინარეობს.
დღე B ჯგუფით დაიწყო. NS Studio-მ DHL დამაჯერებელი ანგარიშით 7-4 დაამარცხა და სატურნირო ცხრილში პირველობა შეინარჩუნა. მატჩის პირველი ნახევარი დაძაბული გამოდგა. გუნდებმა თითო გოლი გაცვალეს და 1-1-ზე გაიყარნენ. მეორე ნახევრის სტარტზე DHL დაწინაურდა, მაგრამ „არქიტექტორებმა“ მალევე გაათანაბრეს ანგარიში და წინ გასვლაც შეძლეს. NS Studio-ს რიგებიდან დუბლით და ორი საგოლე გადაცემით გიორგი ივანიშვილი გამოირჩა. მეტოქე გუნდის მხრიდან ოთხივე გოლი ზაზა ფიფიამ გაქვითა.
ტური „ელპოზო“-სა და „რუსთავის აზოტის“ დაძაბული დაპირისპირებით დაიწყო. მატჩი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ფრედ 3-3 დასრულდა. „ელპოზო“ პირველი ტაიმის ბოლო წუთამდე ორი ბურთით იგებდა. დარჩენილ დროში ლევან ჭიტაძემ დუბლი შეასრულა და წონასწორობა აღადგინა. მეორე ნახევარში „რუსთავის აზოტი“ ავტო-გოლით დაწინაურდა, მაგრამ გიორგი ჭანტურიამ აქტივში მეორე გოლიც მიითვალა და ანგარიში გაათანაბრა.
Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარებს:
ლევან ჭიტაძე, რუსთავის აზოტი: „დაძაბული შეხვედრა გამოდგა საბოლოო ჯამში. ცოტა რთულად დავიწყეთ, ორი გოლი მივიღეთ. შეიძლებოდა გავმტყდარიყავით, მაგრამ მოვნახეთ ჩვენ თავში ძალა და წინაც გავედით. სამწუხაროდ, ფრედ დასრულდა შეხვედრა. პირველი ტაიმის ბოლოს დავბრუნდით თამაშში, თავიდან ცოტა ვერ ჩავერთეთ. გაგვიმართლა კიდევაც და გავათანაბრეთ. მატჩიდან გამომდინარე, ვფიქრობ, შესაბამისი ანგარიში დაფიქსირდა“.
გიორგი ჭანტურია, ელპოზო: „ვერ შევინარჩუნეთ უპირატესობა, ისევ და ისევ ჩვენი უხეში შეცდომების გამო გავანიავეთ. მრავალი მომენტი შევქმენით, რომელიც გოლად ვერ გარდავსახეთ. პენალტიც ვერ გამოვიყენეთ. საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ლოგიკური იყო ეს შედეგი. რა თქმა უნდა, უკმაყოფილოები ვართ, მაგრამ ჩემი აზრით, მიმდინარე სეზონში „ელპოზოს“ ყველაზე სრულყოფილი მატჩი ჰქონდა ხარისხის კუთხით“.
დღის განმავლობაში არენა 2-ში A და B ჯგუფების მეექვსე ტურის შეხვედრები გაიმართება.