"UG"-მ წრიულ ეტაპზე პირველობა ვადაზე ადრე გაიფორმა!

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2024

ფუტსალის ლიგა 2-ის 2023/24 წწ. რეგულარული სეზონის გამარჯვებული წრიული ეტაპის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „საქართველოს უნივერსიტეტი“ გახდა.

მეცამეტე ტურში „UG“ „ევროპის უნივერსიტეტს“ დაუპირისპირდა და 7-2 იმარჯვა.

შეხვედრაში ანგარიში მეცამეტე წუთზე გიორგი თარხნიშვილმა გახსნა და EU წინ გაიყვანა. მეტოქემ წონასწორობა მალევე აღადგინა, ტაიმის მიწურულს კი ექვსმეტრიანი საჯარიმო დარტყმით წინ გავიდა. UG-მ უპირატესობა მეორე ნახევრის სტარტზევე გაზარდა და საბოლოოდ სხვაობა სოლიდური გახადა. გამარჯვებული გუნდიდან სამი გოლი სპარტაკ ლომიძემ გაიტანა, დუბლი გაიფორმა გიორგი დიაკვნიშვილმა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

სპარტაკ ლომიძე, UG: „არ ველოდი დღეს სეუ-ს წაგებას. ეს ყველაფერი დადებითად აისახა ჩვენზე. მთელი მოტივაცია თავიდანვე შეტევისკენ გვქონდა მიმართული და ამიტომაც გავუშვით პირველი გოლი. პირველი ტაიმის შემდეგ გვქონდა დრო და დავლაგდით. მეორე ტაიმის დაწყებისას სწრაფად გავიტანეთ გოლი და ანგარიში წავიყვანეთ. ბოლო ტურისთვის საკმაოდ დიდი მოტივაცია გვაქვს. „სეუ“-სნაირ გუნდებთან უნდა ვისწავლოთ თამაში. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ადგილზე ვართ ეს იმას არ ნიშნავს, რომ რამეს დავუთმობთ“.

ფუტსალის ლიგა 2-ის რეგულარული სეზონის დასკვნითი ტური 27 თებერვალს ქუთაისში დაიწყება და 2 მარტს თბილისში დასრულდება.



  © SBM, 2016-2024