"UG2"-მა "რიწა"-ს დამაჯერებლად მოუგო!

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2024

სპორტ კომპლექს არენა 2-ში ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთორმეტე ტურის დასკვნითი შეხვედრა „საქართველოს უნივერსიტეტი 2“-სა და „რიწას“ შორის გაიმართა.

მატჩი „სტუდენტების“ სასარგებლოდ 6-2 დასრულდა და „UG 2”-მა ზედიზედ ორი წაგებული თამაშის შემდეგ ქულები მოიპოვა.

შეხვედრაში ანგარიში „რიწა“-მ მეშვიდე წუთზე გახსნა. მეტოქემ წონასწორობა მალევე აღადგინა და წინ ორი ბურთით გავიდა. „რიწა“-მ ჩამორჩენა მეთვრამეტე წუთზე შეამცირა, მაგრამ ტაიმის ბოლომდე სხვაობა გაიზარდა და ანგარიში 5-3 გახდა. მეორე ნახევარში „UG2”-მა მოწინააღმდეგის კარი ერთხელაც აიღო და ორმატჩიანი პაუზის შემდეგ დამაჯერებელი გამარჯვება იზეიმა.

შეხვედრაში საუკეთესო გოლით და შედეგიანი გადაცემით ნიკოლოზ კოპალიანი გახდა.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

ნიკოლოზ კოპალიანი, UG2: „თავიდან ცოტა მძიმედ დავიწყეთ და ამიტომ გავუშვით გოლი. მოვახერხეთ გოლის შემდეგ მობილიზება, ხასიათი გამოვიკეთეთ, რაც ანგარიშზეც აისახა. წინა ორი თამაში ცუდად წავაგეთ და ეს ქულები დადებითად იმოქმედებს. ვცდილობთ დანარჩენი მატჩები პლეი-ოფებისთვის მოსამზადებლად გამოვიყენოთ. დღეს შეტევაში უკეთესები ვიყავით და უფრო დიდხანს გეჭირა ბურთი. მებრძოლი გუნდია „რიწა“, მაგრამ დღეს ჩვენ ვიყავით უკეთესები“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეცამეტე ტური 27 თებერვალს ქუთაისში დაიწყება და 1 მარტს თბილისში დასრულდება.



  © SBM, 2016-2024