"ტიფლისმა" "რუსთავთან" სამი ქულა აიღო!

ყველა სიახლე
24 თებერვალი 2024

ფუტსალის ლიგა 3-ის 2023/24 წწ. სეზონის მეთორმეტე ტური სპორტ კომპლექს არენა 2-ში „ტიფლისისა“ და „რუსთავის“ დაპირისპირებით გაგრძელდა. „თბილისელებმა“ მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხეს, ანგარიშით 7-1 და სატურნირო ცხრილში პირველობა გაიმყარეს.

„ტიფლისი“ წინ მეორე წუთზე გავიდა. ტაიმის მიწურულს ალექსანდრე გოგოლაძემ წონასწორობა აღადგინა და გუნდები 1-1-ზე გაიყარნენ. მეორე ნახევრის სტარტზე „ტიფლისმა“ უპირატესობა დაიბრუნა და დარჩენილ დროში სხვაობა სოლიდური გახადა.

გამარჯვებული გუნდის რიგებიდან საუკეთესო ჰეთ-თრიკით და საგოლე გადაცემით საბა ეგრისელაშვილი იყო. დუბლი გაიფორმა ლაშა ჯიქიამ.

Sbm.ge გთავაზობთ მატჩის შემდგომ კომენტარს:

საბა ეგრისელაშვილი, ტიფლისი: „დაძაბული სტარტი იყო. თავიდან ცოტა გაგვიჭირდა დაწყება. შემდეგ უკვე უფრო შევედით თამაშში და მარტივად მოვიგეთ. ყველა თამაშს ვიყენებთ პლეი-ოფისთვის მოსამზადებლად, შესათამაშებლად. ვამუშავებთ შეტევებს და ვფიქრობ, ანგარიშგასაწევი გუნდი ვიქნებით. ძლიერი გუნდებია ჩემპიონატში. გვსურს პირველ ადგილზე დავამთავროთ ეს ეტაპი. შემდეგ უკვე ჩემპიონობისთვის ყველაფერს გავაკეთებთ“.

ფუტსალის ლიგა 3-ის მეთორმეტე ტურის დასკვნით მატჩში „UG2” “რიწა“-ს დაუპირისპირდება.



  © SBM, 2016-2024